ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მინერალური დანამატები

სელენაზა 50 AP

selenase® 50 AP

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

დადასტურებული სელენის დეფიციტი, რომლის აღდგენაც საკვების მიღებით შეუძლებელია. სელენის დეფიციტი შეიძლება გამოვლინდეს: მონელების დარღვევის და მალაბსორბციის დროს, არასრულფასოვანი და არასაკმარისი კვების დროს. 2. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
_ (Sodium selenite pentahydrate)
ფორმა და შეფუთვა
50მკგ ტაბლეტი №50
მწარმოებელი
Rottendorf Pharma GmbH, გერმანია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
მინერალური დანამატები, სელენი
ATC კოდი
A12CE02
რეგისტრაციის ნომერი
რ-046392
რეგისტრირებულია
29 სექტემბერი 2026, მოქმედებს 29 სექტემბერი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „გეა“
ურთიერთქმედების შემოწმებასელენაზა 50 AP და სხვა წამალი ერთად

სელენაზა 50 AP — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დადასტურებული სელენის დეფიციტი, რომლის აღდგენაც საკვების მიღებით შეუძლებელია.

სელენის დეფიციტი შეიძლება გამოვლინდეს:

მონელების დარღვევის და მალაბსორბციის დროს,

არასრულფასოვანი და არასაკმარისი კვების დროს.

  • ინფორმაცია სელენაზა® 50 AP - ს გამოყენებამდე

არ შეიძლება სელენაზა® 50 AP - ს გამოყენება

თუ გაქვთ ალერგია ნატრიუმის სელენიტ-პენტაჰიდრატის ან ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ,

სელენით ინტოქსიკაციის შემთხვევაში.

მიღების წესი და დოზირება

  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
  • სელენაზა 50® AP-ს შენახვის პირობები

სიფრთხილის ზომები

გთხოვთ, მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს, სელენაზა® 50 AP - ის გამოყენებამდე.

სელენაზა® 50 AP - ის მიღება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად

გთხოვთ, აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ/გამოიყენეთ ან აპირებთ ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღბას ან გამოყენებას.

სელენაზა® 50 AP-ში შემავალმა ნატრიუმის სელენიტ-პენტაჰიდრატმა შეიძლება მინერალურ ნივთიერებებთან ან მიკროელემენტებთან ერთად გამოყენებისას დააასუსტოს მათი ეფექტი.

თავიდან უნდა იქნას აცილებული C ვიტამინთან ერთად მიღება. თუმცა, შესაძლებელია სელენაზა® 50 AP-ის და, მაგალითად, C ვიტამინის ცალ-ცალკე მიღება მინიმუმ ერთი საათის ინტერვალით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ან თუ ეჭვი გაქვთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ინსტრუქციის მიხედვით გამოყენების შემთხვევაში, შეზღუდვები არ არსებობს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილის ზომებს.

სელენაზა® 50 AP შეიცავს საქაროზას და ნატრიუმს

თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ გარკვეული შაქრის აუტანლობა, გთხოვთ, მიიღოთ სელენაზა® 50 AP მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითო ტაბლეტში, ანუ ის პრაქტიკულად „ნატრიუმისგან თავისუფალია“.

გვერდითი მოვლენები

თუ შენიშნავთ გვერდით ეფექტებს, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. ეს ეხება ასევე ისეთ მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების მიწოდება შეგიძლიათ უშუალოდ წამლისა და სამედიცინო პროდუქტების ფედერაციულ ინსტიტუტში, ფარმაკოლოგიის განყოფილების მისამართზე

კურტ-გეორგ-კისინგერის ხეივანი 3

D-53178 ბონი

ვებ-გვერდი: www.bfarm.de

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ სამკურნალო საშუალების უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

  • სელენაზა® 50 AP-ის შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო საშუალება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერულ შეფუთვაზე და კოლოფზე „ვარგისობის ვადა“-ს შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს აღნიშნული თვის ბოლო დღეს.

შემადგენლობა

  • რას წარმოადგენს სელენაზა 50® AP და რისთვის გამოიყენება?

სელენაზა® 50 AP ტაბლეტები წარმოადგენს მიკროელემენტურ პრეპარატს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

ინფორმაცია სამედიცინო პროდუქტის გამოყენების შესახებ:

ინფორმაცია მომხმარებლისათვის

სელენაზა® 50 AP

აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის სელენიტ-პენტაჰიდრატი 50 მკგ სელენი თითო ტაბლეტში

პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

მედიკამენტი უნდა მიიღოთ ყოველთვის ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ინსტრუქციაში ან როგორც დაგინიშათ ექიმმა ან ფარმაცევტმა.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა მოგვიანებით კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ რჩევისთვის ფარმაცევტს.

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. ეს ეხება ასევე ისეთ ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.

თუ არ შეინიშება მდგომარეობის გაუმჯობესება ან თავს გრძნობთ უარესად, მიმართეთ ექიმს.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:

  • რას წარმოადგენს სელენაზა 50® AP და რისთვის გამოიყენება?
  • ინფორმაცია სელენაზა 50® AP-ს გამოყენებამდე
  • სელენაზა 50® AP-ს გამოყენების წესი
  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
  • სელენაზა 50® AP-ს შენახვის პირობები
  • შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაციები
  • რას წარმოადგენს სელენაზა 50® AP და რისთვის გამოიყენება?

სელენაზა® 50 AP ტაბლეტები წარმოადგენს მიკროელემენტურ პრეპარატს.

გამოყენების ჩვენებები:

დადასტურებული სელენის დეფიციტი, რომლის აღდგენაც საკვების მიღებით შეუძლებელია.

სელენის დეფიციტი შეიძლება გამოვლინდეს:

მონელების დარღვევის და მალაბსორბციის დროს,

არასრულფასოვანი და არასაკმარისი კვების დროს.

  • ინფორმაცია სელენაზა® 50 AP - ს გამოყენებამდე

არ შეიძლება სელენაზა® 50 AP - ს გამოყენება

თუ გაქვთ ალერგია ნატრიუმის სელენიტ-პენტაჰიდრატის ან ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ,

სელენით ინტოქსიკაციის შემთხვევაში.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

გთხოვთ, მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს, სელენაზა® 50 AP - ის გამოყენებამდე.

სელენაზა® 50 AP - ის მიღება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად

გთხოვთ, აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ/გამოიყენეთ ან აპირებთ ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღბას ან გამოყენებას.

სელენაზა® 50 AP-ში შემავალმა ნატრიუმის სელენიტ-პენტაჰიდრატმა შეიძლება მინერალურ ნივთიერებებთან ან მიკროელემენტებთან ერთად გამოყენებისას დააასუსტოს მათი ეფექტი.

თავიდან უნდა იქნას აცილებული C ვიტამინთან ერთად მიღება. თუმცა, შესაძლებელია სელენაზა® 50 AP-ის და, მაგალითად, C ვიტამინის ცალ-ცალკე მიღება მინიმუმ ერთი საათის ინტერვალით.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ან თუ ეჭვი გაქვთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ინსტრუქციის მიხედვით გამოყენების შემთხვევაში, შეზღუდვები არ არსებობს.

ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი

არ საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილის ზომებს.

სელენაზა® 50 AP შეიცავს საქაროზას და ნატრიუმს

თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ გარკვეული შაქრის აუტანლობა, გთხოვთ, მიიღოთ სელენაზა® 50 AP მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითო ტაბლეტში, ანუ ის პრაქტიკულად „ნატრიუმისგან თავისუფალია“.

  • სელენაზა® 50 AP-ის გამოყენების წესი

ეს სამკურნალო საშუალება უნდა მიიღოთ ზუსტად ინსტრუქციაში მოცემული მითითებების ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. ეჭვის არსებობის შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

რეკომენდებული დოზაა:

1 ტაბლეტი დღეში (რაც შეესაბამება 50 მკგ სელენს).

სელენაზა® 50 AP მიიღება სითხის მიყოლებით — სასურველია ჭიქა წყალთან ერთად მიღება.

მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს თქვენი ექიმი.

მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სელენის დონის ნორმალიზებამდე (პლაზმაში სელენი 80–120 მკგ/ლ, სისხლში 100–140 მკგ/ლ). რეკომენდებულია სელენის დონის რეგულარული მონიტორინგი შესაბამისი ინტერვალებით.

თუ მიიღეთ სელენაზა® 50 AP-ის საჭიროზე მეტი დოზა

მწვავე ზედოზირების ნიშნებია ნივრის სუნი პირში, დაღლილობა, გულისრევა, დიარეა და დისკომფორტი მუცლის ზედა და ქვედა ნაწილში.

ზედოზირების მკურნალობა

კუჭის ამორეცხვა ან ფორსირებული დიურეზი (შარდის გამოყოფის გაზრდა).

თუ დაგავიწყდათ სელენაზე® 50 AP-ის მიღება

გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

დანიშნულების მიხედვით გამოყენებისას, გვერდითი მოვლენები ამ დრომდე არ არის გამოვლენილი.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ შენიშნავთ გვერდით ეფექტებს, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. ეს ეხება ასევე ისეთ მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების მიწოდება შეგიძლიათ უშუალოდ წამლისა და სამედიცინო პროდუქტების ფედერაციულ ინსტიტუტში, ფარმაკოლოგიის განყოფილების მისამართზე

კურტ-გეორგ-კისინგერის ხეივანი 3

D-53178 ბონი

ვებ-გვერდი: www.bfarm.de

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ სამკურნალო საშუალების უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

  • სელენაზა® 50 AP-ის შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო საშუალება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერულ შეფუთვაზე და კოლოფზე „ვარგისობის ვადა“-ს შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს აღნიშნული თვის ბოლო დღეს.

  • შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაციები

რას შეიცავს სელენაზა® 50 AP

აქტიური ნივთიერება არის: ნატრიუმის სელენიტ-პენტაჰიდრატი. ერთი ტაბლეტი შეიცავს 0,167 მგ ნატრიუმის სელენიტ-ენტაჰიდრატს, რაც 50 მკგ სელენის ექვივალენტურია.

დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი (Ph. Eur.), სიმინდის სახამებელი, პოვიდონი K 25, საქაროზა, ტალკი.

სელენაზა® 50 AP-ის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

გამჭვირვალე PVC/PE/PVDC ფირისა და ალუმინის ფოლგისგან დამზადებული ბლისტერული შეფუთვა, რომელიც შეიცავს თეთრ, მრგვალ, ორმხრივად ამოზნექილ ტაბლეტებს, რომელთა ერთ მხარეს ამოტვიფრულია წარწერა "50".

ორიგინალი შეფუთვა შეიცავს 20 (N1), 50 (N2) და 100 (N3) ტაბლეტს.

შესაძლოა, ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს ბაზარზე.

ფარმაცევტული საწარმო და მწარმოებელი

biosyn Arzneimittel GmbH

შორნდორფერ შტრასე 32, 70734 ფელბახი

ტელ. (0711) 575 32 00, ფაქსი (0711) 575 32 99

ფოსტა: [email protected], www.biosyn.de

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

გამოყენების ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღია 2023 წლის აგვისტო.

იყიდება მხოლოდ აფთიაქში.

ნებართვის ნომერი: 35522.00.00

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა