ნატრიუმის კოფეინ-ბენზოატი
COFFEINE-SODIUM BENZOATE
• დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ცენტრალური ნერვული სისტემის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციების დათრგუნვა; • არტერიული ჰიპოტენზია; • ასთენიური სინდრომი; • თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმები; • გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის ამაღლება; • ძილიანობის აღმოფხვრა.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- _ (Caffeine sodium benzoate)
- ფორმა და შეფუთვა
- 200მგ ტაბლეტი №10 (1X10)
- მწარმოებელი
- PJSC SIC «Borshchahivskiy CPP», უკრაინა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ფსიქოანალეფსური საშუალებები, ქსანტინის წარმოებულები
- ATC კოდი
- N06BC01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046333
- რეგისტრირებულია
- 17 სექტემბერი 2026, მოქმედებს 17 სექტემბერი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- PJSC SIC «Borshchahivskiy CPP» (უკრაინა)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ნატრიუმის კოფეინ-ბენზოატი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
- დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ცენტრალური ნერვული სისტემის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციების დათრგუნვა;
- არტერიული ჰიპოტენზია;
- ასთენიური სინდრომი;
- თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმები;
- გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის ამაღლება;
- ძილიანობის აღმოფხვრა.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა კოფეინის, ქსანტინების სხვა წარმოებულების (თეოფილინი, თეობრომინი) ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;
- მომატებული აგზნებადობა;
- ძილის დარღვევა;
- არტერიული ჰიპერტენზია;
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის ორგანული დაავადებები (მათ შორის მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, პაროქსიზმული ტაქიკარდია, ათეროსკლეროზი);
- გლაუკომა;
- ხანდაზმული ასაკი.
გამოყენების წესი და დოზები.
მიიღება შიგნით 2-3-ჯერ დღეში. ერთჯერადი დოზა მოზრდილებისთვის შეადგენს 100-200 მგ-ს.
უმაღლესი ერთჯერადი დოზა - 500 მგ, უმაღლესი სადღეღამისო დოზა - 1 გ.
12 წლიდან ასაკის ბავშვებში ინიშნება 100 მგ დოზით 2-3-ჯერ დღეში.
უმაღლესი სადღეღამისო დოზა ბავშვებისთვის - 500 მგ.
პრეპარატის დოზას და მკურნალობის კურსს ექიმი ადგენს ინდივიდუალურად დაავადების სიმძიმის და თერაპიის ეფექტურობის მიხედვით.
გვერდითი რეაქციები.
ნერვული სისტემა: აგზნება, შფოთვა, ტრემორი, მოუსვენრობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კუნთების კანკალი, კრუნჩხვითი შეტევები, რეფლექსების გაძლიერება, ტაქიპნოე, უძილობა; უეცარი მოხსნის დროს - ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვის გაძლიერება გაზრდილი დაღლილობის შეგრძნების, ძილიანობის, კუნთების დაძაბულობის, დეპრესიის აღნიშვნით.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა: გულმკერდის არეში შებოჭილობის შეგრძნება, გულისცემის შეგრძნება, ტაქიკარდია, არითმიები, არტერიული წნევის მომატება.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტი: გულისრევა, ღებინება, დიარეა, წყლულოვანი დაავადების გამწვავება.
შარდგამომყოფი სისტემა: შარდვის სიხშირის მომატება, კრეატინინის კლირენსის მომატება, ნატრიუმის და კალციუმის ექსკრეციის მომატება.
იმუნური სისტემა: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების შესაძლო გამოვლინებები, მ.შ. გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ბრონქოსპაზმი, ანაფილაქსიური შოკი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ბრონქოსპაზმი.
გავლენა ლაბორატორიული ანალიზების შედეგებზე: შესაძლებელია სისხლში შარდმჟავას ცრუ მომატება, რომელიც განისაზღვრება Bittner მეთოდით, ჰიპოგლიკემია/ჰიპერგლიკემია, 5-ჰიდროქსიინდოლძმარ მჟავას (5-HIAA), ვანილილნუშის მჟავას (VMA) და კატექოლამინების უმნიშვნელო მომატება შარდში.
სხვა: ცხვირის შეგუბება, ხანგრძლივი გამოყენებისას - კოფეინის მოქმედების შემცირება, რაც დაკავშირებულია ტვინის უჯრედებში ახალი ადენოზინური რეცეპტორების შექმნასთან, მედიკამენტური დამოკიდებულობა.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ნატრიუმის კოფეინ-ბენზოატის ერთდროულად გამოყენება შემდეგ მედიკამენტებთან:
მაო-ს ინჰიბიტორებთან, ფურაზოლიდონთან, პროკარბაზინთან და სელეგილინთან - შეიძლება გამოიწვიოს გულის სახიფათო არითმიების განვითარება ან არტერიული წნევის გამოხატული მომატება;
ბარბიტურატებთან, პრიმიდონთან, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებთან (ჰიდანტოინის წარმოებულებთან, განსაკუთრებით ფენიტოინთან) - მეტაბოლიზმის გაძლიერება და კოფეინის კლირენსის გაზრდა;
კეტოკონაზოლთნ, დისულფირამთან, ციპროფლოქსაცინთან, ნორფლოქსაცინთან, ენოქსაცინთან, პიპემიდის მჟავასთან - შეიძლება გამოიწვიოს კოფეინის ექსკრეციის შენელება და სისხლში მისი კონცენტრაციის მომატება;
ციმეტიდინთან, ჰორმონულ კონტრაცეპტივებთან, იზონიაზიდთან - კოფეინის მოქმედების გაძლიერება;
ფლუვოქსამინთან - სისხლის პლაზმაში კოფეინის დონის მომატება;
მექსილეტინთან - კოფეინის გამოყოფის შემცირება 50%-ით;
ნიკოტინთან - კოფეინის გამოყოფის სიჩქარის გაზრდა;
მეტოქსალენთან - ორგანიზმიდან კოფეინის გამოყოფის შემცირება მისი ეფექტის შესაძლო გაძლიერებით და ტოქსიკური მოქმედების განვითარებით;
კლოზაპინთან – სისხლში კლოზაპინის კონცენტრაციის მომატება;
თეოფილინთან და სხვა ქსანტინებთან - ამ პრეპარატების კლირენსის დაქვეითება, ადიტიური ფარმაკოდინამიკური და ტოქსიკური ეფექტების რისკის ზრდა;
ბეტა-ადრენობლოკატორებთან - შეიძლება გამოიწვიოს თერაპიული ეფექტის ურთიერთდათრგუნვა;
თირეოტროპულ საშუალებებთან - თირეოიდული ეფექტის ზრდა;
ოპიოიდურ ანალგეზიურებთან, ანქსიოლიზურებთან, საძილე და სედაციურ საშუალებებთან - ამ პრეპარატების ეფექტის დაქვეითება;
ლითიუმის პრეპარატებთან – ლითიუმის გამოყოფის გაზრდა შარდით;
კალციუმის პრეპარატებთან - ამ პრეპარატების შეწოვის შემცირება;
საგულე გლიკოზიდებთან - შეწოვის დაჩქარება, მოქმედების გაძლიერება და საგულე გლიკოზიდების ტოქსიკურობის მატება;
ანალგეზიურებთან-ანტიპირეზიულებთან - მათი ეფექტის გაძლიერება;
ერგოტამინთან - ერგოტამინის შეწოვის გაძლიერება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში;
ქსანტინების წარმოებულებთან, α- და β-ადრენომიმეზურებთან, ფსიქომასტიმულირებელ საშუალებებთან - მათი ეფექტის პოტენცირება.
კოფეინი არის ანესთეტიკური საშუალებების და სხვა პრეპარატების ანტაგონისტი, რომლებიც თრგუნავენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ადენოზინისა და ატფ პრეპარატების კონკურენტული ანტაგონისტი.
კოფეინის შემცველმა სამკურნალო საშუალებებმა და სასმელებმა პრეპარატთან კომბინირებული გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიონ ცენტრალური ნერვული სისტემის გადაჭარბებული სტიმულირება.
ჭარბი დოზა
სომპტომები: გასტრალგია, აჟიტირება, შფოთვა, აგზნებადობა, მოძრაობითი მოუსვენრობა, ცნობიერების არევა, დელირიუმი, გაუწყლოვნება, ტაქიკარდია, არითმია, ჰიპერთერმია, შარდვის სიხშირის ზრდა, თავის ტკივილი, მომატებული ტაქტილური ან ტკივილის მომატებული მგრძნობელობა. ტრემორი ან კუნთების კანკალი; გულისრევა და ღებინება, ხანდახან სისხლის მინარევით; ხმაური ყურებში, კრუნჩხვითი შეტევები (მწვავე ჭარბი დოზირების დროს - ტონიკო-კლონური კრუნჩხვები).
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, ენტეროსორბენტების დანიშვნა, ფილტვების ვენტილაციის და ოქსიგენაციის შენარჩუნება; კრუნჩხვითი შეტევების დროს - ინტრავენურად დიაზეპამი, ფენობარბიტალი ან ფენიტოინი; სითხის და მარილების ბალანსის შენარჩუნება; ჰემოდიალიზი. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.
გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.
პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.
ბავშვები.
ნატრიუმის კოფეინ-ბენზოატის გამოყენება არ არის რეკომენდირებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გამოყენების თავისებურებანი.
პრეპარატის გამოყენებისას თავი უნდა ავარიდოთ ყავის, მაგარი ჩაის, სხვა მატონიზირებელი სასმელების, ალკოჰოლის და კოფეინის შემცველი სამკურნალო პრეპარატების გადამეტებულ გამოყენებას.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ფსიქიკური დამოკიდებულების განვითარება.
მკურნალობის მკვეთრი მოხსნა იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვის გაძლიერებას (ძილიანობა, დეპრესია).
პრეპარატის მოქმედება მნიშვნელოვანი ხარისხით დამოკიდებულია ნერვული სისტემის ტიპზე და შეიძლება გამოვლინდეს როგორც აგზნებით, ასევე უმაღლესი ნერვული აქტივობის დათრგუნვით.
კოფეინი შეიძლება გახდეს სისხლში შარდმჟავას, რომელიც განისაზღვრება Bittner-ის მეთოდით, ცრუ მომატების მიზეზი.
კოფეინს შეუძლია 5-ჰიდროქსიინდოლძმარ მჟავას (5-HIAA), ვანილილნუშის მჟავას (VMA) და კატექოლამინების დონეების მომატება შარდში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფეოქრომოციტომას და ნეირობლასტომას დიაგნოსტიკის ცრუ დადებითი შედეგები.
სიფრთხილით გამოიყენება პრეპარატი პაციენტებში საჭმლის მომნელებლი ტრაქტის წყლულოვანი დაავადებით ანამნეზში.
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებისთვის გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი ფორმებით, ლაქტაზას უკმარისობით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომით ამ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდირებული.
რეაქციის სიჩქარეზე გავლენის უნარი ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს.
მანამდე, სანამ არ იქნება გარკვეული პაციენტის ინდივიდუალური რეაქცია პრეპარატზე, საჭიროა თავის შეკავენა ავტოტრასნპორტის მართვისაგან ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისაგან, იმის გათვალისწინებით, რომ მკურნალობის დროს შეიძლება აღინიშნოს გვერდითი ეფექტები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის კოფეინ-ბენზოატი;
1 ტაბლეტი შეიცავს ნატრიუმის კოფეინ-ბენზოატს (100% მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით) – 200 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი (პოლივინილპიროლიდონი), კალციუმის სტეარატი.
წამლის ფორმა. ტაბლეტები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ფსიქოსტიმულატორები, ყურადღების და ჰიპერაქტიურობის დარღვევის სინდრომის (ADHD) დროს გამოსაყენებელი პრეპარატები, და ნოოტროპული პრეპარატები. ქსანტინის წარმოებულები.
ათქ კოდი N06B C01.
კლინიკური მახასიათებლები.
შენახვის პირობები
ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა
10 ტაბლეტი ბლისტერზე, 1 ბლისტერი კოლოფში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი.
საჯარო სააქციო საზოგადოება „სამეცნიერო-საწარმოო ცენტრი „ბორშჩაგოვის ქიმიკო-ფარმაცევტული ქარხანა“.
ადგილმდებარეობა.
უკრაინა, 03134, ქ. კიევი, მირის ქ., 17.
ბოლო გადახედვის თარიღი. 13.08.2026.
თარგმანი სწორია:
ფარმაკოლოგიური თვისებები
ნატრიუმის კოფეინ-ბენზოატი ძირითადად გამოიყენება როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორი.
ამ პრეპარატის მექანიზმი ეფუძნება კოფეინით ფოსფოდიესტერაზას ფერმენტის დათრგუნვას, რაც იწვევს უჯრედებში ციკლური ადენოზინმონოფოსფატის დაგროვებას. უკანასკნელი აძლიერებს გლიკოგენეზს, ასტიმულირებს მეტაბოლიზმს ორგანოებსა და ქსოვილებში, ცენტრალური ნერვული სისტემის და კუნტების ჩათვლით. პრეპარატის მასტიმულირებელი ეფექტის მექანიზმში მნიშვნელოვანი რგოლია კოფეინის შეკავშირება თავის ტვინის პურინულ რეცეპტორებთან.
კოფეინი აძლიერებს და არეგულირებს აგზნების პროცესებს თავის ტვინის ქერქში, აძლიერებს დადებით რეფლექსებს, ზრდის მოძრაობით აქტივობას. ეს ეფექტები დოზადამოკიდებულია, ხელს უწყობენ გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის ზრდას, დაღლილობის და ძილიანობის დაქვეითებას. ძალიან დიდი დოზებით კოფეინს შეუძლია ნერვული უჯრედების გამოფიტვა გამოიწვიოს.
პრეპარატი ასუსტებს საძილე და ნარკოტიკული საშუალებების ეფექტს, ზრდის ზურგის ტვინის რეფლექტორულ აქტივობას, ასტიმულირებს სუნთქვის და ვაზომოტორულ ცენტრებს. პრეპარატის ზემოქმედებით ძლიერდება გულის აქტივობა, იზრდება გულის შეკუმშვათა სიხშირე.
ნატრიუმის კოფეინ-ბენზოატის ზემოქმედებით რამდენადმე ძლიერდება დიურეზი (ძირითადად თირკმლის მილაკებში ელექტროლიტების რეაბსორბციის შემცირების გამო).
ფარმაკოკინეტიკა.
პრეპარატი კარგად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. თანაბრად ნაწილდება ორგანიზმში. ადვილად აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში. აღწევს პლაცენტაში და გამოიყოფა დედის რძეში. ბიოტრანსფორმაციის პროცესში ექვემდებარება დემეთილირებას და დაჟანგვას. ნახევრად გამოყოფის პერიოდი - 3-7 წაათია. ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდით და განავლით მეტაბოლიტების სახით, მცირე ნაწილი (დაახლოებით 8%) - უცვლელი სახით.
ფარმაცევტული მახასიათებლები.
ძირითადი ფიზიკური და ქიმიური თვისებები: მრგვალი ფორმის, თეთრი ფერის ტაბლეტები ბრტყელი ზედაპირით, დახრილი კიდეებით და ნაზოლით.
ვარგისიანობის ვადა. 4 წელი.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
პრეპარატის სამედიცინო გამოყენების
ინსტრუქცია
ნატრიუმის კოფეინ-ბენზოატი
(COFFEINE-SODIUM BENZOATE)
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის კოფეინ-ბენზოატი;
1 ტაბლეტი შეიცავს ნატრიუმის კოფეინ-ბენზოატს (100% მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით) – 200 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი (პოლივინილპიროლიდონი), კალციუმის სტეარატი.
წამლის ფორმა. ტაბლეტები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ფსიქოსტიმულატორები, ყურადღების და ჰიპერაქტიურობის დარღვევის სინდრომის (ADHD) დროს გამოსაყენებელი პრეპარატები, და ნოოტროპული პრეპარატები. ქსანტინის წარმოებულები.
ათქ კოდი N06B C01.
კლინიკური მახასიათებლები.
ჩვენებები.
- დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ცენტრალური ნერვული სისტემის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციების დათრგუნვა;
- არტერიული ჰიპოტენზია;
- ასთენიური სინდრომი;
- თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმები;
- გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის ამაღლება;
- ძილიანობის აღმოფხვრა.
უკუჩვენებები.
- ჰიპერმგრძნობელობა კოფეინის, ქსანტინების სხვა წარმოებულების (თეოფილინი, თეობრომინი) ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;
- მომატებული აგზნებადობა;
- ძილის დარღვევა;
- არტერიული ჰიპერტენზია;
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის ორგანული დაავადებები (მათ შორის მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, პაროქსიზმული ტაქიკარდია, ათეროსკლეროზი);
- გლაუკომა;
- ხანდაზმული ასაკი.
გამოყენების წესი და დოზები.
მიიღება შიგნით 2-3-ჯერ დღეში. ერთჯერადი დოზა მოზრდილებისთვის შეადგენს 100-200 მგ-ს.
უმაღლესი ერთჯერადი დოზა - 500 მგ, უმაღლესი სადღეღამისო დოზა - 1 გ.
12 წლიდან ასაკის ბავშვებში ინიშნება 100 მგ დოზით 2-3-ჯერ დღეში.
უმაღლესი სადღეღამისო დოზა ბავშვებისთვის - 500 მგ.
პრეპარატის დოზას და მკურნალობის კურსს ექიმი ადგენს ინდივიდუალურად დაავადების სიმძიმის და თერაპიის ეფექტურობის მიხედვით.
გვერდითი რეაქციები.
ნერვული სისტემა: აგზნება, შფოთვა, ტრემორი, მოუსვენრობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კუნთების კანკალი, კრუნჩხვითი შეტევები, რეფლექსების გაძლიერება, ტაქიპნოე, უძილობა; უეცარი მოხსნის დროს - ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვის გაძლიერება გაზრდილი დაღლილობის შეგრძნების, ძილიანობის, კუნთების დაძაბულობის, დეპრესიის აღნიშვნით.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა: გულმკერდის არეში შებოჭილობის შეგრძნება, გულისცემის შეგრძნება, ტაქიკარდია, არითმიები, არტერიული წნევის მომატება.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტი: გულისრევა, ღებინება, დიარეა, წყლულოვანი დაავადების გამწვავება.
შარდგამომყოფი სისტემა: შარდვის სიხშირის მომატება, კრეატინინის კლირენსის მომატება, ნატრიუმის და კალციუმის ექსკრეციის მომატება.
იმუნური სისტემა: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების შესაძლო გამოვლინებები, მ.შ. გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ბრონქოსპაზმი, ანაფილაქსიური შოკი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ბრონქოსპაზმი.
გავლენა ლაბორატორიული ანალიზების შედეგებზე: შესაძლებელია სისხლში შარდმჟავას ცრუ მომატება, რომელიც განისაზღვრება Bittner მეთოდით, ჰიპოგლიკემია/ჰიპერგლიკემია, 5-ჰიდროქსიინდოლძმარ მჟავას (5-HIAA), ვანილილნუშის მჟავას (VMA) და კატექოლამინების უმნიშვნელო მომატება შარდში.
სხვა: ცხვირის შეგუბება, ხანგრძლივი გამოყენებისას - კოფეინის მოქმედების შემცირება, რაც დაკავშირებულია ტვინის უჯრედებში ახალი ადენოზინური რეცეპტორების შექმნასთან, მედიკამენტური დამოკიდებულობა.
ჭარბი დოზა.
სომპტომები: გასტრალგია, აჟიტირება, შფოთვა, აგზნებადობა, მოძრაობითი მოუსვენრობა, ცნობიერების არევა, დელირიუმი, გაუწყლოვნება, ტაქიკარდია, არითმია, ჰიპერთერმია, შარდვის სიხშირის ზრდა, თავის ტკივილი, მომატებული ტაქტილური ან ტკივილის მომატებული მგრძნობელობა. ტრემორი ან კუნთების კანკალი; გულისრევა და ღებინება, ხანდახან სისხლის მინარევით; ხმაური ყურებში, კრუნჩხვითი შეტევები (მწვავე ჭარბი დოზირების დროს - ტონიკო-კლონური კრუნჩხვები).
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, ენტეროსორბენტების დანიშვნა, ფილტვების ვენტილაციის და ოქსიგენაციის შენარჩუნება; კრუნჩხვითი შეტევების დროს - ინტრავენურად დიაზეპამი, ფენობარბიტალი ან ფენიტოინი; სითხის და მარილების ბალანსის შენარჩუნება; ჰემოდიალიზი. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.
გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.
პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.
ბავშვები.
ნატრიუმის კოფეინ-ბენზოატის გამოყენება არ არის რეკომენდირებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გამოყენების თავისებურებანი.
პრეპარატის გამოყენებისას თავი უნდა ავარიდოთ ყავის, მაგარი ჩაის, სხვა მატონიზირებელი სასმელების, ალკოჰოლის და კოფეინის შემცველი სამკურნალო პრეპარატების გადამეტებულ გამოყენებას.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ფსიქიკური დამოკიდებულების განვითარება.
მკურნალობის მკვეთრი მოხსნა იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვის გაძლიერებას (ძილიანობა, დეპრესია).
პრეპარატის მოქმედება მნიშვნელოვანი ხარისხით დამოკიდებულია ნერვული სისტემის ტიპზე და შეიძლება გამოვლინდეს როგორც აგზნებით, ასევე უმაღლესი ნერვული აქტივობის დათრგუნვით.
კოფეინი შეიძლება გახდეს სისხლში შარდმჟავას, რომელიც განისაზღვრება Bittner-ის მეთოდით, ცრუ მომატების მიზეზი.
კოფეინს შეუძლია 5-ჰიდროქსიინდოლძმარ მჟავას (5-HIAA), ვანილილნუშის მჟავას (VMA) და კატექოლამინების დონეების მომატება შარდში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფეოქრომოციტომას და ნეირობლასტომას დიაგნოსტიკის ცრუ დადებითი შედეგები.
სიფრთხილით გამოიყენება პრეპარატი პაციენტებში საჭმლის მომნელებლი ტრაქტის წყლულოვანი დაავადებით ანამნეზში.
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებისთვის გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი ფორმებით, ლაქტაზას უკმარისობით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომით ამ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდირებული.
რეაქციის სიჩქარეზე გავლენის უნარი ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს.
მანამდე, სანამ არ იქნება გარკვეული პაციენტის ინდივიდუალური რეაქცია პრეპარატზე, საჭიროა თავის შეკავენა ავტოტრასნპორტის მართვისაგან ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისაგან, იმის გათვალისწინებით, რომ მკურნალობის დროს შეიძლება აღინიშნოს გვერდითი ეფექტები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები.
ნატრიუმის კოფეინ-ბენზოატის ერთდროულად გამოყენება შემდეგ მედიკამენტებთან:
მაო-ს ინჰიბიტორებთან, ფურაზოლიდონთან, პროკარბაზინთან და სელეგილინთან - შეიძლება გამოიწვიოს გულის სახიფათო არითმიების განვითარება ან არტერიული წნევის გამოხატული მომატება;
ბარბიტურატებთან, პრიმიდონთან, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებთან (ჰიდანტოინის წარმოებულებთან, განსაკუთრებით ფენიტოინთან) - მეტაბოლიზმის გაძლიერება და კოფეინის კლირენსის გაზრდა;
კეტოკონაზოლთნ, დისულფირამთან, ციპროფლოქსაცინთან, ნორფლოქსაცინთან, ენოქსაცინთან, პიპემიდის მჟავასთან - შეიძლება გამოიწვიოს კოფეინის ექსკრეციის შენელება და სისხლში მისი კონცენტრაციის მომატება;
ციმეტიდინთან, ჰორმონულ კონტრაცეპტივებთან, იზონიაზიდთან - კოფეინის მოქმედების გაძლიერება;
ფლუვოქსამინთან - სისხლის პლაზმაში კოფეინის დონის მომატება;
მექსილეტინთან - კოფეინის გამოყოფის შემცირება 50%-ით;
ნიკოტინთან - კოფეინის გამოყოფის სიჩქარის გაზრდა;
მეტოქსალენთან - ორგანიზმიდან კოფეინის გამოყოფის შემცირება მისი ეფექტის შესაძლო გაძლიერებით და ტოქსიკური მოქმედების განვითარებით;
კლოზაპინთან – სისხლში კლოზაპინის კონცენტრაციის მომატება;
თეოფილინთან და სხვა ქსანტინებთან - ამ პრეპარატების კლირენსის დაქვეითება, ადიტიური ფარმაკოდინამიკური და ტოქსიკური ეფექტების რისკის ზრდა;
ბეტა-ადრენობლოკატორებთან - შეიძლება გამოიწვიოს თერაპიული ეფექტის ურთიერთდათრგუნვა;
თირეოტროპულ საშუალებებთან - თირეოიდული ეფექტის ზრდა;
ოპიოიდურ ანალგეზიურებთან, ანქსიოლიზურებთან, საძილე და სედაციურ საშუალებებთან - ამ პრეპარატების ეფექტის დაქვეითება;
ლითიუმის პრეპარატებთან – ლითიუმის გამოყოფის გაზრდა შარდით;
კალციუმის პრეპარატებთან - ამ პრეპარატების შეწოვის შემცირება;
საგულე გლიკოზიდებთან - შეწოვის დაჩქარება, მოქმედების გაძლიერება და საგულე გლიკოზიდების ტოქსიკურობის მატება;
ანალგეზიურებთან-ანტიპირეზიულებთან - მათი ეფექტის გაძლიერება;
ერგოტამინთან - ერგოტამინის შეწოვის გაძლიერება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში;
ქსანტინების წარმოებულებთან, α- და β-ადრენომიმეზურებთან, ფსიქომასტიმულირებელ საშუალებებთან - მათი ეფექტის პოტენცირება.
კოფეინი არის ანესთეტიკური საშუალებების და სხვა პრეპარატების ანტაგონისტი, რომლებიც თრგუნავენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ადენოზინისა და ატფ პრეპარატების კონკურენტული ანტაგონისტი.
კოფეინის შემცველმა სამკურნალო საშუალებებმა და სასმელებმა პრეპარატთან კომბინირებული გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიონ ცენტრალური ნერვული სისტემის გადაჭარბებული სტიმულირება.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
ნატრიუმის კოფეინ-ბენზოატი ძირითადად გამოიყენება როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორი.
ამ პრეპარატის მექანიზმი ეფუძნება კოფეინით ფოსფოდიესტერაზას ფერმენტის დათრგუნვას, რაც იწვევს უჯრედებში ციკლური ადენოზინმონოფოსფატის დაგროვებას. უკანასკნელი აძლიერებს გლიკოგენეზს, ასტიმულირებს მეტაბოლიზმს ორგანოებსა და ქსოვილებში, ცენტრალური ნერვული სისტემის და კუნტების ჩათვლით. პრეპარატის მასტიმულირებელი ეფექტის მექანიზმში მნიშვნელოვანი რგოლია კოფეინის შეკავშირება თავის ტვინის პურინულ რეცეპტორებთან.
კოფეინი აძლიერებს და არეგულირებს აგზნების პროცესებს თავის ტვინის ქერქში, აძლიერებს დადებით რეფლექსებს, ზრდის მოძრაობით აქტივობას. ეს ეფექტები დოზადამოკიდებულია, ხელს უწყობენ გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის ზრდას, დაღლილობის და ძილიანობის დაქვეითებას. ძალიან დიდი დოზებით კოფეინს შეუძლია ნერვული უჯრედების გამოფიტვა გამოიწვიოს.
პრეპარატი ასუსტებს საძილე და ნარკოტიკული საშუალებების ეფექტს, ზრდის ზურგის ტვინის რეფლექტორულ აქტივობას, ასტიმულირებს სუნთქვის და ვაზომოტორულ ცენტრებს. პრეპარატის ზემოქმედებით ძლიერდება გულის აქტივობა, იზრდება გულის შეკუმშვათა სიხშირე.
ნატრიუმის კოფეინ-ბენზოატის ზემოქმედებით რამდენადმე ძლიერდება დიურეზი (ძირითადად თირკმლის მილაკებში ელექტროლიტების რეაბსორბციის შემცირების გამო).
ფარმაკოკინეტიკა.
პრეპარატი კარგად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. თანაბრად ნაწილდება ორგანიზმში. ადვილად აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში. აღწევს პლაცენტაში და გამოიყოფა დედის რძეში. ბიოტრანსფორმაციის პროცესში ექვემდებარება დემეთილირებას და დაჟანგვას. ნახევრად გამოყოფის პერიოდი - 3-7 წაათია. ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდით და განავლით მეტაბოლიტების სახით, მცირე ნაწილი (დაახლოებით 8%) - უცვლელი სახით.
ფარმაცევტული მახასიათებლები.
ძირითადი ფიზიკური და ქიმიური თვისებები: მრგვალი ფორმის, თეთრი ფერის ტაბლეტები ბრტყელი ზედაპირით, დახრილი კიდეებით და ნაზოლით.
ვარგისიანობის ვადა. 4 წელი.
შენახვის პირობები.
ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა
10 ტაბლეტი ბლისტერზე, 1 ბლისტერი კოლოფში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი.
საჯარო სააქციო საზოგადოება „სამეცნიერო-საწარმოო ცენტრი „ბორშჩაგოვის ქიმიკო-ფარმაცევტული ქარხანა“.
ადგილმდებარეობა.
უკრაინა, 03134, ქ. კიევი, მირის ქ., 17.
ბოლო გადახედვის თარიღი. 13.08.2026.
თარგმანი სწორია:
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.


