ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ლემოქსოლი

LEMOXOL®

რეცეპტით1გინსტრუქცია ქართულადსაბერძნეთი
მოქმედი ნივთიერება
ceftazidime
ფორმა და შეფუთვა
1გ ფხვნილი ი.ვ. საინექციო/საინფუზიო და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1
მწარმოებელი
DEMO S.A. Pharmaceutical Industry, საბერძნეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მესამე თაობის ცეფალოსპორინები
ATC კოდი
J01DD02
რეგისტრაციის ნომერი
რ-046482
რეგისტრირებულია
13 ოქტომბერი 2026, მოქმედებს 13 ოქტომბერი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
DEMO S.A. Pharmaceutical Industry (საბერძნეთი)
განმცხადებელი
შპს „ჯი.დი.ერ.ეს“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებალემოქსოლი და სხვა წამალი ერთად

ლემოქსოლი — ინსტრუქცია ქართულად

უკუჩვენებები

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი. აღნიშნული მოიცავს პრეპარატებსაც, რომელთა მიღებაც შეგიძლიათ რეცეპტის გარეშე.

ლემოქსოლი არ უნდა დაგენიშნოთ თქვენს ექიმთან კონსულტაციის გარეშე, თუ ასევე იღებთ:

ანტიბიოტიკს, რომელსაც ეწოდება ქლორამფენიკოლი;

ანტიბიოტიკების ტიპს, რომელსაც ეწოდება ამინოგლიკოზიდები, მაგალითად - გენტამიცინი, ტობრამიცინი;

შარდმდენ პრეპარატს, რომელსაც ეწოდება ფუროსემიდი.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ აღნიშნული გეხებათ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ლემოქსოლის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს რჩევისთვის:

თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას;

თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.

თქვენი ექიმი შეაფასებს ლემოქსოლით მკურნალობის სარგებელს და შეადარებს მას ბავშვისთვის შესაძლო რისკებს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ლემოქსოლმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც გავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე, მაგალითად, როგორიც არის თავბრუსხვევა.

არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და არ იმუშაოთ მექანიზმებთან, სანამ არ დარწმუნდებით, რომ პრეპარატი თქვენზე გავლენას არ ახდენს.

ლემოქსოლი შეიცავს ნატრიუმს

თუ იცავთ ნატრიუმ-კონტროლირებად დიეტას, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი.

ლემოქსოლის დოზირება

შემცველობა ერთ ფლაკონში

ლემოქსოლი 1 გ

52 მგ

ლემოქსოლი 2 გ

104 მგ

ლემოქსოლი 1 გ მონოფლაკონი

52 მგ

ლემოქსოლი 2 გ მონოფლაკონი

104 მგ

როგორ გამოიყენება ლემოქსოლი

ლემოქსოლის შეყვანა, როგორც წესი, ხდება ექიმის ან ექთნის მიერ. მისი შეყვანა შესაძლებელია წვეთოვანის (ინტრავენური ინფუზიის) სახით ან ინექციის სახით პირდაპირ ვენაში ან კუნთში.

ლემოქსოლი მზადდება ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მიერ საინექციო წყლის ან შესაბამისი საინფუზიო ხსნარის გამოყენებით.

რეკომენდებული დოზა

თქვენთვის შესაბამის ლემოქსოლის დოზას განსაზღვრავს თქვენი ექიმი და იგი დამოკიდებულია: ინფექციის სიმძიმესა და ტიპზე; იღებთ თუ არა სხვა ანტიბიოტიკებს; თქვენი სხეულის წონასა და ასაკზე; რამდენად კარგად ფუნქციონირებს თქვენი თირკმელები.

ახალშობილები (0–2 თვე)

სხეულის ყოველ 1 კგ წონაზე ახალშობილს ენიშნება ლემოქსოლის 25–60 მგ დღეში, გაყოფილი ორ დოზად.

ჩვილები (2 თვეზე მეტი ასაკის) და ბავშვები 40 კგ-ზე ნაკლები წონით

სხეულის ყოველ 1 კგ წონაზე ბავშვს ენიშნება ლემოქსოლის 100–150 მგ დღეში, გაყოფილი სამ დოზად. მაქსიმუმ 6 გ დღეში.

მოზრდილები და მოზარდები, რომელთა სხეულის წონა 40 კგ ან მეტია

1–2 გ ლემოქსოლი დღეში სამჯერ. მაქსიმუმ 9 გ დღეში.

65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტები

დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 3 გ-ს, განსაკუთრებით 80 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში.

პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით

შესაძლოა დაგენიშნოთ ჩვეულებრივისგან განსხვავებული დოზა. ექიმი ან ექთანი განსაზღვრავს თქვენთვის საჭირო ლემოქსოლის დოზას თირკმელების დაავადების სიმძიმის მიხედვით.

თქვენი ექიმი საგულდაგულოდ შეგამოწმებთ და შესაძლოა უფრო ხშირად დაგინიშნოთ თირკმლის ფუნქციური სინჯები.

თუ გამოიყენეთ რეკომენდებულ დოზაზე მეტი ლემოქსოლი

თუ შემთხვევით გამოიყენეთ დანიშნულ დოზაზე მეტი ლემოქსოლი, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას.

თუ დაგავიწყდათ ლემოქსოლის გამოყენება

თუ გამოტოვეთ ინექცია, მისი შეყვანა უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე.

გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა (ორი ინექცია ერთდროულად).

არ შეწყვიტოთ ლემოქსოლის გამოყენება

არ შეწყვიტოთ ლემოქსოლის გამოყენება, თუ ამას თქვენი ექიმი არ გირჩევთ. თუ ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს.

გვერდითი მოვლენები

როგორ ინახება ლემოქსოლი

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს ლემოქსოლი და რისთვის იყენებენ მას

ლემოქსოლი არის ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში (მათ შორის ახალშობილებში). იგი მოქმედებს ინფექციების გამომწვევი ბაქტერიების განადგურების გზით. იგი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ცეფალოსპორინები.

ლემოქსოლი გამოიყენება შემდეგი მძიმე ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ:

ფილტვებისა და გულმკერდის ინფექციები;

ფილტვებისა და ბრონქების ინფექციები კისტოზური ფიბროზის მქონე პაციენტებში;

თავის ტვინის ინფექცია (მენინგიტი);

ყურის ინფექციები;

საშარდე გზების ინფექციები;

კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;

მუცლის ღრუსა და მუცლის კედლის ინფექციები (პერიტონიტი);

ძვლებისა და სახსრების ინფექციები.

ლემოქსოლი ასევე გამოიყენება:

ინფექციების პროფილაქტიკისთვის მამაკაცებში პროსტატაზე ჩატარებული ოპერაციების დროს;

პაციენტების სამკურნალოდ, რომლებსაც აღენიშნებათ სისხლის თეთრი უჯრედების შემცირებული რაოდენობა (ნეიტროპენია) და ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული ცხელება.

რისი ცოდნაა საჭირო ლემოქსოლის გამოყენებამდე

არ უნდა დაგენიშნოთ ლემოქსოლი:

თუ გაქვთ ალერგია ცეფტაზიდიმის ან ამ სამკურნალო საშუალების რომელიმე სხვა შემადგენელი ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში);

თუ გქონიათ მძიმე ალერგიული რეაქცია რომელიმე სხვა ანტიბიოტიკზე (პენიცილინები, მონობაქტამები და კარბაპენემები), რადგან ამ შემთხვევაში შესაძლოა ალერგიული იყოთ ლემოქსოლის მიმართაც.

ლემოქსოლის გამოყენების დაწყებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ რომელიმე ზემოაღნიშნული მდგომარეობა თქვენ გეხებათ. ასეთ შემთხვევაში ლემოქსოლი არ დაგენიშნებათ.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ლემოქსოლის გამოყენებისას

ლემოქსოლის მიღების პერიოდში ყურადღება უნდა მიაქციოთ გარკვეულ სიმპტომებს, როგორიცაა: ალერგიული რეაქციები, დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ, დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, როგორიცაა დიარეა. ეს ხელს შეუწყობს შესაძლო გართულებების რისკის შემცირებას. იხ. მე-4 პარაგრაფში („მდგომარეობები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ“). თუ ადრე გქონიათ ალერგიული რეაქცია სხვა ანტიბიოტიკებზე, შესაძლოა ალერგიული იყოთ ლემოქსოლის მიმართაც.

თუ საჭიროა სისხლის ან შარდის ანალიზის ჩატარება

ლემოქსოლმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს შარდში შაქრის განსაზღვრის ანალიზის შედეგებზე და სისხლის ანალიზზე, რომელიც ცნობილია როგორც კუმბსის ტესტი. თუ გიტარდებათ ანალიზები:

აცნობეთ პირს, რომელიც იღებს ანალიზის ნიმუშს, რომ თქვენ იყენებთ ლემოქსოლს.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებაა ცეფტაზიდიმის პენტაჰიდრატი.

ლემოქსოლი 1 გ-ის დამხმარე ნივთიერებაა ნატრიუმის კარბონატი 118 მგ.

ლემოქსოლი 2 გ-ის დამხმარე ნივთიერებაა ნატრიუმის კარბონატი 236 მგ.

ლემოქსოლის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

ცეფტაზიდიმი არის თეთრი ფერის ფხვნილი, რომელიც მოთავსებულია მინის ფლაკონებში და შეფუთულია 1 ან 10 ფლაკონის შემცველ კოლოფებში.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

DEMO S.A. PHARMACEUTICAL INDUSTRY (დემო ს.ა. ფარმაცეუტიკალს ინდასტრი)

ათენი-ლამიას ეროვნული გზის 21-ე კმ.

145 68 კრიონერი, ატიკი, საბერძნეთი

ტელ.: +30 2108161802; ფაქსი: +30 2108161587

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი კვიპროსში

Noridem Enterprises Ltd. (ნორიდემ ენტერპრაიზ ლტდ)

ევაგოროუ და მაკარიუ,

მიცის შენობა 3, ოფისი 115

1065 ნიქოზია, კვიპროსი

წინამდებარე ფურცელ-ჩანართის ბოლოს გადაიხედა 2019 წლის ივნისში.

გამოყენების ინსტრუქცია

გამოყენებული გამხსნელისა და კონცენტრაციის მიხედვით, ცეფტაზიდიმის ხსნარის ფერი შეიძლება იცვლებოდეს ღია ყვითლიდან ქარვისფერამდე. ახლად განზავებული ხსნარის pH მერყეობს 5.0-დან 7.5-მდე. გამოყენების გასამარტივებლად, რეკომენდებულია ქვემოთ მოცემული შესაბამისი განზავების ტექნიკების დაცვა.

ცეფტაზიდიმის ხსნარების მომზადება

პრეპარატის ფორმა

დასამატებელი გამხსნელის რაოდენობა (მლ)

მიახლოებითი კონცენტრაცია (მგ/მლ)

500 მგ ი.მ. (კუნთში)

  • 5

260

1 გ ი.მ. (კუნთში)

  • 0

260

500 მგ ი.ვ. (ბოლუსი)

5

90

1 გ ი.ვ. (ბოლუსი)

10

90

2 გ ი.ვ. (ბოლუსი)

10

170

1 გ ი.ვ.

50*

20

2 გ ი.ვ.

50*

40

  • დამატება უნდა განხორციელდეს ორ ეტაპად.

1 გ-იანი ფლაკონების კუნთში ან ინტრავენური შეყვანისთვის და 2 გ-იანი ფლაკონების ინტრავენური შეყვანისთვის: დაამატეთ გამხსნელი ფლაკონში და კარგად შეანჯღრიეთ სრულ გახსნამდე. ანტიბიოტიკის გახსნისას გამოიყოფა ნახშირორჟანგი, რის შედეგადაც ფლაკონში წარმოიქმნება წნევა. სუფთა ხსნარი მიიღება დაახლოებით 1–2 წუთში. გადააბრუნეთ ფლაკონი თავდაყირა. შპრიცის დგუშის სრულად ჩაწევის შემდეგ, ნემსი მოათავსეთ ფლაკონში საცობის გავლით და ფლაკონში არსებული ხსნარის სრული მოცულობა ამოიღეთ შპრიცში (ფლაკონში არსებული წნევა ხელს უწყობს ხსნარის ამოღებას). დარწმუნდით, რომ ნემსის ხსნარში რჩება.

ამოღებული ხსნარი შესაძლოა შეიცავდეს ნახშირორჟანგის მცირე ბუშტუკებს; მათი იგნორირება შესაძლებელია.

1 გ-იანი და 2 გ-იანი ფლაკონები ინტრავენური წვეთოვანი ინფუზიისთვის:

შპრიცის ნემსი მოათავსეთ ფლაკონში საცობის გავლით და დაამატეთ 10 მლ გამხსნელი. ამოიღეთ ნემსი და შეანჯღრიეთ ფლაკონი სუფთა ხსნარის მიღებამდე. ფლაკონში არსებული შიდა წნევის შესამცირებლად საცობის გავლით ფლაკონში მოათავსეთ აირის გამომშვები ნემსი. ამ ნემსის ადგილზე დატოვებით, დაამატეთ კიდევ 40 მლ გამხსნელი. შემდეგ ამოიღეთ როგორც აირის გამომშვები ნემსი, ისე შპრიცის ნემსი, კარგად შეანჯღრიეთ და მოამზადეთ წვეთოვანი ინფუზიისთვის ჩვეულებრივი წესით.

ცეფტაზიდიმი 1 მგ/მლ-დან 40 მგ/მლ-მდე კონცენტრაციებში თავსებადია შემდეგ ხსნარებთან: ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნარი, M/6 ნატრიუმის ლაქტატის საინექციო ხსნარი, ნაერთი ნატრიუმის ლაქტატის საინექციო ხსნარი (ჰარტმანის ხსნარი), დექსტროზის 5%-იანი საინექციო ხსნარი, ნატრიუმის ქლორიდის 0.225%-იანი და დექსტროზის 5%-იანი საინექციო ხსნარი, ნატრიუმის ქლორიდის 0.45%-იანი და დექსტროზის 5%-იანი საინექციო ხსნარი, ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იანი და დექსტროზის 5%-იანი საინექციო ხსნარი; ნატრიუმის ქლორიდის 0.18%-იანი და დექსტროზის 4%-იანი საინექციო ხსნარი, დექსტროზის 10%-იანი საინექციო ხსნარი, დექსტრან 40-ის 10%-იანი ხსნარი ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იან საინექციო ხსნარში, დექსტრან 40-ის 10%-იანი ხსნარი დექსტროზის 5%-იან საინექციო ხსნარში, დექსტრან 70-ის 6%-იანი ხსნარი ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იან საინექციო ხსნარში, დექსტრან 70-ის 6%-იანი ხსნარი დექსტროზის 5%-იან საინექციო ხსნარში.

ცეფტაზიდიმი 0.05 მგ/მლ-დან 0.25 მგ/მლ-მდე კონცენტრაციებში თავსებადია ინტრა-პერიტონეალურ დიალიზის სითხესთან (ლაქტატი). კუნთში შეყვანისთვის ცეფტაზიდიმის განზავებისას გამოყენებული უნდა იყოს ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის 0.5%-იანი ან 1%-იანი საინექციო ხსნარი.

როდესაც ცეფტაზიდიმი შერეულია 4 მგ/მლ კონცენტრაციით სხვა სამკურნალო საშუალებებთან, ორივე პრეპარატი ინარჩუნებს დამაკმაყოფილებელ ეფექტურობას, მათ შორის: ჰიდროკორტიზონი (ჰიდროკორტიზონის ნატრიუმის ფოსფატი) 1 მგ/მლ 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ან 5%-იან გლუკოზის ხსნარში, ცეფუროქსიმი (ცეფუროქსიმის ნატრიუმი) 3 მგ/მლ 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში, კლოქსაცილინი (კლოქსაცილინის ნატრიუმი) 4 მგ/მლ, 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში, ჰეპარინი 10 სე/მლ ან 50 სე/მლ 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში, კალიუმის ქლორიდი 10 მეკვ/ლ ან 40 მეკვ/ლ, 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში. თუ 500 მგ ცეფტაზიდიმის ფლაკონი იხსნება 1.5 მლ გამოხდილ წყალში, მიღებული ხსნარი შეიძლება დაემატოს მეტრონიდაზოლის ხსნარს (500 მგ/100 მლ). ამ შემთხვევაში ორივე სამკურნალო საშუალება ინარჩუნებს თავის აქტივობას.

შენიშვნა: ხსნარი, კონტეინერი და პარენტერალურად შესაყვანი სამკურნალო პროდუქტები გამოყენებამდე ვიზუალურად უნდა შემოწმდეს მექანიკური ნაწილაკების არსებობაზე. პრეპარატის სტერილობის შესანარჩუნებლად აუცილებელია, რომ გაზის გამომშვები ნემსი არ შეიყვანონ ფლაკონის საცობში პრეპარატის სრულ გახსნამდე.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

შეფუთვის ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ლემოქსოლი 1 გ ფხვნილი საინექციო/საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

ლემოქსოლი 2 გ ფხვნილი საინექციო/საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

ცეფტაზიდიმი

ამ პრეპარატის გამოყენებამდე, სრულად და ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ფურცელი-ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ წინამდებარე ფურცელ-ჩანართი. შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი ხელახალი წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს.

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს. აღნიშნული ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.

წინამდებარე ფურცელ-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

რას წარმოადგენს ლემოქსოლი და რისთვის იყენებენ მას

რისი ცოდნაა საჭირო ლემოქსოლის გამოყენებამდე

როგორ გამოიყენება ლემოქსოლი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორ ინახება ლემოქსოლი

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს ლემოქსოლი და რისთვის იყენებენ მას

ლემოქსოლი არის ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში (მათ შორის ახალშობილებში). იგი მოქმედებს ინფექციების გამომწვევი ბაქტერიების განადგურების გზით. იგი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ცეფალოსპორინები.

ლემოქსოლი გამოიყენება შემდეგი მძიმე ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ:

ფილტვებისა და გულმკერდის ინფექციები;

ფილტვებისა და ბრონქების ინფექციები კისტოზური ფიბროზის მქონე პაციენტებში;

თავის ტვინის ინფექცია (მენინგიტი);

ყურის ინფექციები;

საშარდე გზების ინფექციები;

კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;

მუცლის ღრუსა და მუცლის კედლის ინფექციები (პერიტონიტი);

ძვლებისა და სახსრების ინფექციები.

ლემოქსოლი ასევე გამოიყენება:

ინფექციების პროფილაქტიკისთვის მამაკაცებში პროსტატაზე ჩატარებული ოპერაციების დროს;

პაციენტების სამკურნალოდ, რომლებსაც აღენიშნებათ სისხლის თეთრი უჯრედების შემცირებული რაოდენობა (ნეიტროპენია) და ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული ცხელება.

რისი ცოდნაა საჭირო ლემოქსოლის გამოყენებამდე

არ უნდა დაგენიშნოთ ლემოქსოლი:

თუ გაქვთ ალერგია ცეფტაზიდიმის ან ამ სამკურნალო საშუალების რომელიმე სხვა შემადგენელი ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში);

თუ გქონიათ მძიმე ალერგიული რეაქცია რომელიმე სხვა ანტიბიოტიკზე (პენიცილინები, მონობაქტამები და კარბაპენემები), რადგან ამ შემთხვევაში შესაძლოა ალერგიული იყოთ ლემოქსოლის მიმართაც.

ლემოქსოლის გამოყენების დაწყებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ რომელიმე ზემოაღნიშნული მდგომარეობა თქვენ გეხებათ. ასეთ შემთხვევაში ლემოქსოლი არ დაგენიშნებათ.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ლემოქსოლის გამოყენებისას

ლემოქსოლის მიღების პერიოდში ყურადღება უნდა მიაქციოთ გარკვეულ სიმპტომებს, როგორიცაა: ალერგიული რეაქციები, დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ, დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, როგორიცაა დიარეა. ეს ხელს შეუწყობს შესაძლო გართულებების რისკის შემცირებას. იხ. მე-4 პარაგრაფში („მდგომარეობები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ“). თუ ადრე გქონიათ ალერგიული რეაქცია სხვა ანტიბიოტიკებზე, შესაძლოა ალერგიული იყოთ ლემოქსოლის მიმართაც.

თუ საჭიროა სისხლის ან შარდის ანალიზის ჩატარება

ლემოქსოლმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს შარდში შაქრის განსაზღვრის ანალიზის შედეგებზე და სისხლის ანალიზზე, რომელიც ცნობილია როგორც კუმბსის ტესტი. თუ გიტარდებათ ანალიზები:

აცნობეთ პირს, რომელიც იღებს ანალიზის ნიმუშს, რომ თქვენ იყენებთ ლემოქსოლს.

სხვა სამკურნალო საშუალებები და ლემოქსოლი

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი. აღნიშნული მოიცავს პრეპარატებსაც, რომელთა მიღებაც შეგიძლიათ რეცეპტის გარეშე.

ლემოქსოლი არ უნდა დაგენიშნოთ თქვენს ექიმთან კონსულტაციის გარეშე, თუ ასევე იღებთ:

ანტიბიოტიკს, რომელსაც ეწოდება ქლორამფენიკოლი;

ანტიბიოტიკების ტიპს, რომელსაც ეწოდება ამინოგლიკოზიდები, მაგალითად - გენტამიცინი, ტობრამიცინი;

შარდმდენ პრეპარატს, რომელსაც ეწოდება ფუროსემიდი.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ აღნიშნული გეხებათ.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

ლემოქსოლის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს რჩევისთვის:

თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას;

თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.

თქვენი ექიმი შეაფასებს ლემოქსოლით მკურნალობის სარგებელს და შეადარებს მას ბავშვისთვის შესაძლო რისკებს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ლემოქსოლმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც გავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე, მაგალითად, როგორიც არის თავბრუსხვევა.

არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და არ იმუშაოთ მექანიზმებთან, სანამ არ დარწმუნდებით, რომ პრეპარატი თქვენზე გავლენას არ ახდენს.

ლემოქსოლი შეიცავს ნატრიუმს

თუ იცავთ ნატრიუმ-კონტროლირებად დიეტას, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი.

ლემოქსოლის დოზირება

შემცველობა ერთ ფლაკონში

ლემოქსოლი 1 გ

52 მგ

ლემოქსოლი 2 გ

104 მგ

ლემოქსოლი 1 გ მონოფლაკონი

52 მგ

ლემოქსოლი 2 გ მონოფლაკონი

104 მგ

როგორ გამოიყენება ლემოქსოლი

ლემოქსოლის შეყვანა, როგორც წესი, ხდება ექიმის ან ექთნის მიერ. მისი შეყვანა შესაძლებელია წვეთოვანის (ინტრავენური ინფუზიის) სახით ან ინექციის სახით პირდაპირ ვენაში ან კუნთში.

ლემოქსოლი მზადდება ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მიერ საინექციო წყლის ან შესაბამისი საინფუზიო ხსნარის გამოყენებით.

რეკომენდებული დოზა

თქვენთვის შესაბამის ლემოქსოლის დოზას განსაზღვრავს თქვენი ექიმი და იგი დამოკიდებულია: ინფექციის სიმძიმესა და ტიპზე; იღებთ თუ არა სხვა ანტიბიოტიკებს; თქვენი სხეულის წონასა და ასაკზე; რამდენად კარგად ფუნქციონირებს თქვენი თირკმელები.

ახალშობილები (0–2 თვე)

სხეულის ყოველ 1 კგ წონაზე ახალშობილს ენიშნება ლემოქსოლის 25–60 მგ დღეში, გაყოფილი ორ დოზად.

ჩვილები (2 თვეზე მეტი ასაკის) და ბავშვები 40 კგ-ზე ნაკლები წონით

სხეულის ყოველ 1 კგ წონაზე ბავშვს ენიშნება ლემოქსოლის 100–150 მგ დღეში, გაყოფილი სამ დოზად. მაქსიმუმ 6 გ დღეში.

მოზრდილები და მოზარდები, რომელთა სხეულის წონა 40 კგ ან მეტია

1–2 გ ლემოქსოლი დღეში სამჯერ. მაქსიმუმ 9 გ დღეში.

65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტები

დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 3 გ-ს, განსაკუთრებით 80 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში.

პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით

შესაძლოა დაგენიშნოთ ჩვეულებრივისგან განსხვავებული დოზა. ექიმი ან ექთანი განსაზღვრავს თქვენთვის საჭირო ლემოქსოლის დოზას თირკმელების დაავადების სიმძიმის მიხედვით.

თქვენი ექიმი საგულდაგულოდ შეგამოწმებთ და შესაძლოა უფრო ხშირად დაგინიშნოთ თირკმლის ფუნქციური სინჯები.

თუ გამოიყენეთ რეკომენდებულ დოზაზე მეტი ლემოქსოლი

თუ შემთხვევით გამოიყენეთ დანიშნულ დოზაზე მეტი ლემოქსოლი, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას.

თუ დაგავიწყდათ ლემოქსოლის გამოყენება

თუ გამოტოვეთ ინექცია, მისი შეყვანა უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე.

გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა (ორი ინექცია ერთდროულად).

არ შეწყვიტოთ ლემოქსოლის გამოყენება

არ შეწყვიტოთ ლემოქსოლის გამოყენება, თუ ამას თქვენი ექიმი არ გირჩევთ. თუ ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ უვითარდება ყველა პაციენტს.

მდგომარეობები, რომლებიც საყურადღებოა

ქვემოთ ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი მოვლენები აღინიშნა პაციენტთა მცირე რაოდენობაში, თუმცა მათი ზუსტი სიხშირე უცნობია:

მძიმე ალერგიული რეაქცია. ნიშნები მოიცავს: კანზე წამოწეულ გამონაყარს ქავილით, შეშუპებას, ზოგჯერ სახისა და პირის ღრუს არეში, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას.

კანისმიერი გამონაყარი, რომელიც შეიძლება გადაიქცეს ბუშტუკებად და გამოიყურებოდეს როგორც პატარა სამიზნეები (ცენტრში მუქი ლაქით, რომელსაც გარს აკრავს უფრო ღია ფერის ზონა, კიდეზე მუქი რგოლით).

ფართოდ გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკებითა და კანის აქერცვლით (ეს შეიძლება იყოს: სტივენს-ჯონსონის სინდრომის ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ნიშანი).

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: ტრემორი, კრუნჩხვები და ზოგიერთ შემთხვევაში - კომა. ეს მოვლენები განსაკუთრებით აღინიშნება იმ პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს ზედმეტად მაღალი დოზა, განსაკუთრებით თირკმლის დაავადების მქონე პირებში.

აღინიშნა მძიმე ჰიპერმგრძნობელობის იშვიათი რეაქციები მძიმე გამონაყარით, რასაც შესაძლოა თან ახლდეს: ცხელება, დაღლილობა, სახის ან ლიმფური ჯირკვლების შეშუპება, ეოზინოფილების (სისხლის თეთრი ტიპის უჯრედები) რაოდენობის მომატება, ზეგავლენა ღვიძლზე, თირკმლებსა ან ფილტვებზე (ამ რეაქციას ეწოდება DRESS).

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ექთანს, თუ რომელიმე ზემოაღნიშნული სიმპტომი გამოგივლინდებათ.

ხშირი გვერდითი მოვლენები

შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში:

დიარეა;

ვენის გასწვრივ შეშუპება და სიწითლე;

კანზე წამოწეული წითელი გამონაყარი, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს ქავილი;

ტკივილი, წვა, შეშუპება ან ანთება ინექციის შეყვანის ადგილზე.

თუ რომელიმე აღნიშნული გვერდითი მოვლენა გაწუხებთ, აცნობეთ თქვენს ექიმს.

ხშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზებში:

სისხლის თეთრი ტიპის უჯრედების რაოდენობის მომატება (ეოზინოფილია);

სისხლის შედედებაში მონაწილე უჯრედების რაოდენობის მატება;

ღვიძლის ფერმენტების მომატება.

არახშირი გვერდითი მოვლენები

შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში:

ნაწლავის ანთება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი ან სისხლიანი დიარეა;

კანდიდოზი (სოკოვანი ინფექცია პირის ღრუში ან საშოში);

თავის ტკივილი;

თავბრუსხვევა;

მუცლის ტკივილი;

შეუძლოდ ყოფნა ან შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება;

ცხელება და შემცივნება.

თუ რომელიმე აღნიშნული გამოგივლინდათ, აცნობეთ თქვენს ექიმს.

არახშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზებში:

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება;

თრომბოციტების (სისხლის შედედებაში მონაწილე უჯრედების) რაოდენობის შემცირება;

სისხლში შარდოვანას, შარდოვანას აზოტის ან შრატისმიერი კრეატინინის დონის მატება.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები

შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში:

თირკმელების ანთება ან უკმარისობა.

სხვა გვერდითი მოვლენები

სხვა გვერდითი მოვლენები აღინიშნა პაციენტთა მცირე რაოდენობაში, თუმცა მათი ზუსტი სიხშირე უცნობია:

ჩხვლეტისა და დაბუჟების შეგრძნება;

უსიამოვნო გემო პირში;

თვალის სკლერების ან კანის გაყვითლება.

სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზებში:

სისხლის წითელი უჯრედების დაჩქარებული დაშლა;

გარკვეული ტიპის სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატება;

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მკვეთრი შემცირება.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ გივლინდებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, მათ შორის რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია უშუალოდ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობითაც. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის შეგროვებას.

  • როგორ ინახება ლემოქსოლი

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. შეინახეთ ფლაკონები გარე მუყაოს შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.

განზავების შემდეგ ხსნარი შეინახეთ 25°C ტემპერატურაზე 24 საათის განმავლობაში, ან 2–8°C ტემპერატურაზე 7 დღის განმავლობაში.

არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო საშუალება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ლემოქსოლი

მოქმედი ნივთიერებაა ცეფტაზიდიმის პენტაჰიდრატი.

ლემოქსოლი 1 გ-ის დამხმარე ნივთიერებაა ნატრიუმის კარბონატი 118 მგ.

ლემოქსოლი 2 გ-ის დამხმარე ნივთიერებაა ნატრიუმის კარბონატი 236 მგ.

ლემოქსოლის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

ცეფტაზიდიმი არის თეთრი ფერის ფხვნილი, რომელიც მოთავსებულია მინის ფლაკონებში და შეფუთულია 1 ან 10 ფლაკონის შემცველ კოლოფებში.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

DEMO S.A. PHARMACEUTICAL INDUSTRY (დემო ს.ა. ფარმაცეუტიკალს ინდასტრი)

ათენი-ლამიას ეროვნული გზის 21-ე კმ.

145 68 კრიონერი, ატიკი, საბერძნეთი

ტელ.: +30 2108161802; ფაქსი: +30 2108161587

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი კვიპროსში

Noridem Enterprises Ltd. (ნორიდემ ენტერპრაიზ ლტდ)

ევაგოროუ და მაკარიუ,

მიცის შენობა 3, ოფისი 115

1065 ნიქოზია, კვიპროსი

წინამდებარე ფურცელ-ჩანართის ბოლოს გადაიხედა 2019 წლის ივნისში.

გამოყენების ინსტრუქცია

გამოყენებული გამხსნელისა და კონცენტრაციის მიხედვით, ცეფტაზიდიმის ხსნარის ფერი შეიძლება იცვლებოდეს ღია ყვითლიდან ქარვისფერამდე. ახლად განზავებული ხსნარის pH მერყეობს 5.0-დან 7.5-მდე. გამოყენების გასამარტივებლად, რეკომენდებულია ქვემოთ მოცემული შესაბამისი განზავების ტექნიკების დაცვა.

ცეფტაზიდიმის ხსნარების მომზადება

პრეპარატის ფორმა

დასამატებელი გამხსნელის რაოდენობა (მლ)

მიახლოებითი კონცენტრაცია (მგ/მლ)

500 მგ ი.მ. (კუნთში)

  • 5

260

1 გ ი.მ. (კუნთში)

  • 0

260

500 მგ ი.ვ. (ბოლუსი)

5

90

1 გ ი.ვ. (ბოლუსი)

10

90

2 გ ი.ვ. (ბოლუსი)

10

170

1 გ ი.ვ.

50*

20

2 გ ი.ვ.

50*

40

  • დამატება უნდა განხორციელდეს ორ ეტაპად.

1 გ-იანი ფლაკონების კუნთში ან ინტრავენური შეყვანისთვის და 2 გ-იანი ფლაკონების ინტრავენური შეყვანისთვის: დაამატეთ გამხსნელი ფლაკონში და კარგად შეანჯღრიეთ სრულ გახსნამდე. ანტიბიოტიკის გახსნისას გამოიყოფა ნახშირორჟანგი, რის შედეგადაც ფლაკონში წარმოიქმნება წნევა. სუფთა ხსნარი მიიღება დაახლოებით 1–2 წუთში. გადააბრუნეთ ფლაკონი თავდაყირა. შპრიცის დგუშის სრულად ჩაწევის შემდეგ, ნემსი მოათავსეთ ფლაკონში საცობის გავლით და ფლაკონში არსებული ხსნარის სრული მოცულობა ამოიღეთ შპრიცში (ფლაკონში არსებული წნევა ხელს უწყობს ხსნარის ამოღებას). დარწმუნდით, რომ ნემსის ხსნარში რჩება.

ამოღებული ხსნარი შესაძლოა შეიცავდეს ნახშირორჟანგის მცირე ბუშტუკებს; მათი იგნორირება შესაძლებელია.

1 გ-იანი და 2 გ-იანი ფლაკონები ინტრავენური წვეთოვანი ინფუზიისთვის:

შპრიცის ნემსი მოათავსეთ ფლაკონში საცობის გავლით და დაამატეთ 10 მლ გამხსნელი. ამოიღეთ ნემსი და შეანჯღრიეთ ფლაკონი სუფთა ხსნარის მიღებამდე. ფლაკონში არსებული შიდა წნევის შესამცირებლად საცობის გავლით ფლაკონში მოათავსეთ აირის გამომშვები ნემსი. ამ ნემსის ადგილზე დატოვებით, დაამატეთ კიდევ 40 მლ გამხსნელი. შემდეგ ამოიღეთ როგორც აირის გამომშვები ნემსი, ისე შპრიცის ნემსი, კარგად შეანჯღრიეთ და მოამზადეთ წვეთოვანი ინფუზიისთვის ჩვეულებრივი წესით.

ცეფტაზიდიმი 1 მგ/მლ-დან 40 მგ/მლ-მდე კონცენტრაციებში თავსებადია შემდეგ ხსნარებთან: ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნარი, M/6 ნატრიუმის ლაქტატის საინექციო ხსნარი, ნაერთი ნატრიუმის ლაქტატის საინექციო ხსნარი (ჰარტმანის ხსნარი), დექსტროზის 5%-იანი საინექციო ხსნარი, ნატრიუმის ქლორიდის 0.225%-იანი და დექსტროზის 5%-იანი საინექციო ხსნარი, ნატრიუმის ქლორიდის 0.45%-იანი და დექსტროზის 5%-იანი საინექციო ხსნარი, ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იანი და დექსტროზის 5%-იანი საინექციო ხსნარი; ნატრიუმის ქლორიდის 0.18%-იანი და დექსტროზის 4%-იანი საინექციო ხსნარი, დექსტროზის 10%-იანი საინექციო ხსნარი, დექსტრან 40-ის 10%-იანი ხსნარი ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იან საინექციო ხსნარში, დექსტრან 40-ის 10%-იანი ხსნარი დექსტროზის 5%-იან საინექციო ხსნარში, დექსტრან 70-ის 6%-იანი ხსნარი ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იან საინექციო ხსნარში, დექსტრან 70-ის 6%-იანი ხსნარი დექსტროზის 5%-იან საინექციო ხსნარში.

ცეფტაზიდიმი 0.05 მგ/მლ-დან 0.25 მგ/მლ-მდე კონცენტრაციებში თავსებადია ინტრა-პერიტონეალურ დიალიზის სითხესთან (ლაქტატი). კუნთში შეყვანისთვის ცეფტაზიდიმის განზავებისას გამოყენებული უნდა იყოს ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის 0.5%-იანი ან 1%-იანი საინექციო ხსნარი.

როდესაც ცეფტაზიდიმი შერეულია 4 მგ/მლ კონცენტრაციით სხვა სამკურნალო საშუალებებთან, ორივე პრეპარატი ინარჩუნებს დამაკმაყოფილებელ ეფექტურობას, მათ შორის: ჰიდროკორტიზონი (ჰიდროკორტიზონის ნატრიუმის ფოსფატი) 1 მგ/მლ 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ან 5%-იან გლუკოზის ხსნარში, ცეფუროქსიმი (ცეფუროქსიმის ნატრიუმი) 3 მგ/მლ 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში, კლოქსაცილინი (კლოქსაცილინის ნატრიუმი) 4 მგ/მლ, 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში, ჰეპარინი 10 სე/მლ ან 50 სე/მლ 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში, კალიუმის ქლორიდი 10 მეკვ/ლ ან 40 მეკვ/ლ, 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში. თუ 500 მგ ცეფტაზიდიმის ფლაკონი იხსნება 1.5 მლ გამოხდილ წყალში, მიღებული ხსნარი შეიძლება დაემატოს მეტრონიდაზოლის ხსნარს (500 მგ/100 მლ). ამ შემთხვევაში ორივე სამკურნალო საშუალება ინარჩუნებს თავის აქტივობას.

შენიშვნა: ხსნარი, კონტეინერი და პარენტერალურად შესაყვანი სამკურნალო პროდუქტები გამოყენებამდე ვიზუალურად უნდა შემოწმდეს მექანიკური ნაწილაკების არსებობაზე. პრეპარატის სტერილობის შესანარჩუნებლად აუცილებელია, რომ გაზის გამომშვები ნემსი არ შეიყვანონ ფლაკონის საცობში პრეპარატის სრულ გახსნამდე.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა