არქივი13 ნოემბერი, 2024, 13:08
L'Equipe: მბაპეს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L'Equipe-ის ინფორმაციით, "რეალის" ახალწვეულ კილიან მბაპეს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, რაც მის თამაშშიც აისახება.
გამოცემას ფეხბურთელთან დაახლოებულმა წყაროს დაუდასტურა, რომ კილიანს ეს პრობლემები სტოკჰოლმში ვიზიტის შემდედ დაეწყო.
L'Equipe-ს ერთ-ერთი პიროვნება, რომლის ვინაობაც არ სახელდება, უყვება, რომ ფრანგს ამ ყოველივეს გადასალახად დრო სჭირდება და ამას სპეციალისტებთან ერთად გააკეთებს.
შეხსენებისთვის, მბაპემ მიმდინარე ლა ლიგაში 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლი გაიტანა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.