Galt & Taggart-მა Pepsico კავკასიის წლიურ შეხვედრაზე ეკონომიკური და სექტორული პრეზენტაცია წარადგინა

გალტ & თაგარტმა Pepsico კავკასიის წლიურ კონფერენციაზე საქართველოს ეკონომიკის და FMCG (სწრაფად რეალიზებადი სამომხმარებლო საქონელი) სექტორის მიმოხილვა წარადგინა. ინფორმაციას „“ ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ღონისძიებაზე „ს“ წარმომადგენლებმა კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს და რეგიონის ეკონომიკებში მიმდინარე ტენდენციები და პროგნოზები, ასევე FMCG სექტორის კვლევის მიგნებები გაუზიარეს.
„გალტ & თაგარტის კვლევის მიხედვით, ბოლო 5 წლის განმავლობაში FMCG სექტორის ზომა თითქმის გაორმაგდა და 2023 წელს 21 მილიარდი ლარი შეადგინა. აქედან ბრენდული ქსელები ბაზრის 39%-ს იკავებს. ამ კუთხით მკვეთრი ზრდა ფიქსირდება 2018 წელს მაჩვენებლიდან, რაც 22%-ს შეადგენდა. ბაზრის დანარჩენი ნაწილი არაბრენდულ მაღაზიებს, აფთიაქებსა და არაფორმალურ ვაჭრობას უჭირავს. ამასთან, FMCG ბაზრის 48% თბილისშია კონცენტრირებული, ხოლო დანარჩენი რეგიონებზე მოდის, საიდანაც ყველაზე დიდი წილი აჭარას და იმერეთს უკავია. ბუნებრივია, რომ FMCG პროდუქციაზე ადგილობრივი მოსახლეობა ყველაზე მეტს ხარჯავს, თუმცა ბოლო 2 წელიწადში სექტორის ზრდაში დიდი კონტრიბუცია ტურისტებმა და მიგრანტებმა შეიტანეს. ამასთან, გალტ & თაგარტის კვლევის მიხედვით, FMCG ბაზარზე ყველაზე მეტი – 70% – საკვებ პროდუქტებზე იხარჯება, რასაც მოსდევს სასმელები და თამბაქო.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა FMCG სექტორის სამომავლო განვითარების ხედვაზე, რაც კვლევაზე დაყრდნობით გამოიკვეთა. გალტ & თაგარტის სექტორული კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, კახა სამყურაშვილმა გეოგრაფიული ექსპანსიის, ფორმატების დივერსიფიკაციის აუცილებლობის, პროდუქციის ასორტიმენტის ზრდის, საკუთარი წარმოების განვითარების საჭიროებისა და მომხმარებლების სეგმენტაცია-დიჯიტალიზაცის (ელ-კომერცია, მონაცემთა ანალიზი და პერსონალიზაცია) შესახებ ისაუბრა“,-აღნიშნულია ინფორმაცაიში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა