CNN: შეთანხმების ფარგლებში, ჰამასმა, შესაძლოა, 3 ამერიკელი მძევალიც გაათავისუფლოს

-ის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, ჰამასმა, შესაძლოა, 3 ამერიკელი მძევალიც გაათავისუფლოს. CNN-ს ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი ეუბნება, რომ ამ დრომდე, ამერიკის 10 მოქალაქე დაკარგულად მიიჩნევა, მათ შორის 2 ქალი და ერთი 3 წლის ბავშვი.
“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა დავაბრუნოთ სახლში. მძევლებზე შეთანხმება ისეა სტრუქტურირებული, რომ მოიცავს ჰუმანიტარულ პაუზას რამდენიმე დღის განმავლობაში, მინიმუმ, 4-5 დღე”, – აღნიშნა მან.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის მძევლების გათავისუფლების შესახებ სავარაუდო შეთანხმება შედგება. ინფორმაცია საერთაშორისო მედიებმა ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელეს.
წყაროები ამბობენ, რომ ჰამასი 50 მძევალს, ძირითადად, ბავშვებს და ქალებს გაათავისუფლებს, 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ. ოფიციალური პირების ცნობით, შეთანხმების განხორციელება მისი გამოცხადებიდან 24 საათის განმავლობაში მოხდება.
CNN წერს, რომ მედიებში გავრცელებული ინფორმაცია დღეს დაადასტურა ჰამასის წარმომადგენელმა – ტერორისტული დაჯგუფება აცხადებს, რომ ეგვიპტისა და კატარის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, 150 პალესტინელი პატიმარი გათავისუფლდება, კერძოდ, ქალები და ბავშვები. მათივე ცნობით, შეთანხმება მოიცავს ღაზის სექტორში ასობით ჰუმანიტარული სატვირთოსა და საწვავის შესვლას.
რაც შეეხება ისრაელს, თავდაცვის ძალების სპიკერი, ჯონათან კონრიკუსი ამბობს, რომ პატიმრების სრული სია ზუსტდება, თუმცა მასში არ შევლენ 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილე პირები.
ს არმიაში აცხადებენ, რომ ჰამასს 200-ზე მეტი ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი.
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია “ალ-აკსას წარღვნა” უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს – მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და “საომარი მდგომარეობის” შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, მ ამას ომი უწოდა – მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.