„შეთახმების თანახმად, „ჰამასმა“ 50 ისრაელელი ტყვე უნდა გაათავისუფლოს“ – The Times of Israel

ს მინისტრთა კაბინეტის მიერ მომზადებული შეთანხმების თანახმად, „ჰამასმა“ ოთხი დღის განმავლობაში 50 ისრაელელი ტყვე უნდა გაათავისუფლოს. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel ქვეყნის ხელისუფლებაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს განცხადებით, ისრაელის მთავრობა მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით შეთანხმების დადების პროცესში მტკიცედ დადგა თავის პოზიციაზე იმასთან დაკავშირებით, რომ არც ერთი პალესტინელი პატიმარი, რომელიც სანაცვლოდ გათავისუფლდება, არ უნდა ყოფილიყო მკვლელობისთვის გასამართლებული.
„შეთანხმების მიხედვით, რომელიც დამუშავების პროცსშია, „ჰამასი“ ცეცხლის ოთხი დღით შეწყვეტის, 150-დან 300-მდე პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების და ღაზაში საწვავისა თუ სხვა საქონლის შეტანის სანაცვლოდ, სულ მცირე 50 ისრაელელ ტყვეს ათავისუფლებს – ძირითადად, ქალებს და ბავშვებს.
მძევლების გათავისუფლების ეტაპების დასრულებისთანავე, ისრაელი ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას გააგრძელებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, „ჰამასი“ აცხადებს, რომ 7 ოქტომბერს გატაცებული 240-მდე მძევლიდან, მათ 210 ჰყავთ, ხოლო დანარჩენები, მათივე მტკიცებით, „ისლამური ჯიჰადის“ ტყვეობაში არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, 12-13 მძევალი ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედებისთანავე გათავისუფლდება და თითოეული ტყვე, დაბრუნდება იმ ქალაქში, სადაც მანამდე ცხოვრობდა, მათ შორის, დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში.