BBC: რუსეთში გაუქმდა 250-ზე მეტი რეპრესირებულის რეაბილიტაცია

რუსეთში მასიურად ეუბნებიან უარს საბჭოთა პერიოდის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციის განაცხადებს.
2020 წლიდან სამხედრო საკასაციო სასამართლომ 250-ზე მეტი ადამიანზე დაადგინა, რომ არ ექვემდებარება რეაბილიტაციას. ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური იტყობინება, რომელმაც სასამართლო გადაწყვეტილებები შეისწავლა.
ეს გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა პროკურატურის მოთხოვნით, რომელმაც ყველაზე ხშირად სასამართლოს მიმართა 2023 წელს – უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე წელს.
ამ პერიოდის განმავლობაში, გამოცემის ცნობით, უწყებამ სასამართლოს სთხოვა, დაამტკიცოს უარი რეაბილიტაციაზე ან რეაბილიტაციის გაუქმებაზე 120-ზე მეტ შემთხვევაში, რაც 2020 წლიდან 2024 წლამდე შესწავლილი საქმეების თითქმის ნახევარია. ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ, ფაქტობრივად, რეპრესიების მსხვერპლთა ხელახალი მსჯავრდადება მიმდინარეობს. ამ დროს მრავალი სახელი და საქმის თითქმის ყველა მასალა ახლა გასაიდუმლოებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ