BBC-მ საქართველოში უკანონოდ გაშვილებულ ჩვილებზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (BBC) საქართველოში უკანონოდ გაშვილებულ ჩვილებზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო.
“2 წლის წინ ანომ TikTok-ზე ახალგაზრდა ქალის ვიდეო ნახა, რომელიც მისი ორეულივით გამოიყურებოდა. მაშინ მან არ იცოდა, რომ უცნობი მისი ტყუპისცალი ემი იყო. ანოსა და ემის მსგავსად ათასობით ქართველი იგებს, რომ ისინი დაბადებისას უკანონოდ გაშვილდნენ”. – წერია ფილმის აღწერილობაში.
ფილმის კიდევ ერთი გმირია არასამთავრობო ორგანიზაციის, ვეძებ დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე. მუსერიძის თქმით, მისი არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა ერთი ადამიანის დახმარებით და 1950 წლიდან 2004-2005 წლებამდე სამშობიაროებიდან ჩვილების უკანონო გაყიდვა-გაშვილების სქემების შესახებ ეჭვის გაჩენით დაიწყო.
BBC-ის დოკუმენტური ფილმის პრემიერა 2024 წლის 26 იანვარს არის დაგეგმილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ რაჭველი: იმდენად მივეჩვიე და საკუთარ თავზეც იმდენჯერ გამოვცადე, რომ თავიდან საერთოდ ვერ აღვიქვი განსაკუთრებულ მოვლენად, მაგრამ თამრიკოს (დედის) ვიდეო მიმართვამ ძალიან დამთრგუნა…

“როცა სოხუმი უკანასკნელ დღეებს, საათებს და მებრძოლებს ითვლიდა, სენაკის სამხედრო აეროპორტში პრეზიდენტი გამსახურდია ჩამოფრინდა. მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი და შოკის მომგვრელი იყო, რომ კარგა ხანს მანქანაც ვერ მონახეს, რომ ზუგდიდში ჩამოეყვანათ”