2023 წელს შსს-მ ბავშვის შეცვლის 2 ფაქტი აღრიცხა – ოფიციალური სტატისტიკა

2023 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვის შეცვლის 2 ფაქტი აღრიცხა. რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, წინა წელთან შედარებით ეს 200%-იანი ზრდაა, რადგან 2022 წელს ასეთი შემთხვევა ოფიციალურად არ მომხდარა.
BBC-მ გადაიღო ფილმი ქართველ ტყუპებზე, რომლებიც უკანონოდ გააშვილეს და ერთმანეთი მოგვიანებით სოციალურ ქსელ TikTok-ზე იპოვეს.
ფილმი ეხება საქართველოში ათწლეულების მანძილზე ჩვილების უკანონო გაშვილების და გაყიდვის პრაქტიკას. ფილმის კიდევ ერთი გმირია არასამთავრობო ორგანიზაციის, ვეძებ დამფუძნებელი . მუსერიძის თქმით, მისი არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა ერთი ადამიანის დახმარებით და 1950 წლიდან 2004-2005 წლებამდე სამშობიაროებიდან ჩვილების უკანონო გაყიდვა-გაშვილების სქემების შესახებ ეჭვის გაჩენით დაიწყო. თავად თამუნა მუსერიძე ბავშვების უკანონოდ გაყიდვის და გაშვილების სქემის ერთ-ერთი მსხვერპლია.