სეზონური ვირუსების გამო, კლინიკებში მიმართვიანობა გაზრდილია – ექიმები საზოგადოებას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ

სეზონური ვირუსების გამო, სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა გაზრდილია. ქვეყანაში, ძირითადად, “ა” ტიპის ვირუსები ცირკულირებს. ვირუსის სიმპტომებად ექიმები მაღალ ტემპერატურას, თავისა და სახსრების ძლიერ ტკივილს, მკვეთრად გამოხატულ სისუსტეს ასახელებენ. “გრიპის ყველა ტიპის კლინიკური მიმდინარეობა მსგავსია – ახასიათებს მწვავე დასაწყისი, მაღალი ცხელება, შეიძლება თანდართული იყოს სახსრების, კუნთების ტკივილი. დაავადების მიმდინარეობა გრძელდება 5 დღიან 1 კვირამდე, თუმცა, გართულებულ შემთხვევებში, […]
ომის 101-ე დღე ახლო აღმოსავლეთში – ისრაელი ღაზის სექტორზე ინტენსიურ სახმელეთო შეტევას განაგრძობს

ახლო აღმოსავლეთში ომის 101-ე დღე დაიწყო. ისრაელი ღაზის სექტორზე ინტენსიურ სახმელეთო შეტევას განაგრძობს. თელ-ავივი ამტკიცებს, რომ მათმა სამხედროებმა ანკლავის ჩრდილოეთით რაკეტების გამშვები ადგილები აღმოაჩინეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ “ჰამასის” განადგურებაში მათ ხელს ვერავინ შეუშლით და რომ ისრაელი არ დაემორჩილება გაერო-ს სასამართლოს, სადაც მათ გენოციდში ადანაშაულებენ. ბენიამინ ნეთანიაჰუ ომის დასრულებამდე, ეგვიპტესა და ღაზას შორის […]
ვითარება უკრაინაში – ბალისტიკური რაკეტებით შესაძლო თავდასხმის საფრთხის გამო, ღამით, უკრაინის აღმოსავლეთ ოლქებში საჰაერო განგაში ჩაირთო

ღამით, უკრაინის აღმოსავლეთ ოლქებში, ბალისტიკური რაკეტებით შესაძლო თავდასხმის საფრთხის გამო, საჰაერო განგაში ჩაირთო. ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ხერსონზე; დაიბომბა სუმის ოლქი. ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებდა. დრონებითა და არტილერიით შეუტიეს რუსულმა ძალებმა ნიკოპოლისა და მარგანეცის დასახლებებს. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. აფეთქებები იყო ოკუპირებულ მელიტოპოლშიც. რუსეთში კურსკის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 3 უკრაინული რაკეტა ჩამოაგდეს.
ერმაკი: უკრაინას სჭირდება არა გაყინული კონფლიქტი, არამედ სამართლიანი მშვიდობა

უკრაინის დღევანდელი ხელისუფლებისთვის მიუღებელია რუსეთთან კონფლიქტის გაყინვა და ამას არ დასთანხმდება. ეს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა განაცხადა შვეიცარიის ქალაქ დავოსში, სადაც 14 იანვარს, 80-ზე მეტი ქვეყნის და ორგანიზაციის წარმომადგენელთა მონაწილეობით განიხილეს უკრაინის „მშვიდობის ფორმულა“. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ ერმაკმა თქვა, რომ უკრაინის დღევანდელი პრეზიდენტი და მისი გუნდი კონფლიქტის გაყინვას არასდროს […]
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთში ოფიციალურ შეხვედრებს დღეიდან იწყებს

ჩინეთში ოფიციალურ შეხვედრებს დღეიდან იწყებს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია. ქართველი დეპუტატები, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პეკინსა და შანხაიში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ. დაგეგმილია აუდიენცია ჩინეთის მმართველი პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან, ასევე, ქართული მხარე შეხვდება სახელმწიფო საბჭოს განვითარების კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებს. ვიზიტი 20 იანვრამდე გაგრძელდება.
კახეთში შიდასახელმწიფოებრივ გზებზე მანქანების გადაადგილება ამჟამად თავისუფალია

კახეთში შიდასახელმწიფოებრივ გზებზე მანქანების გადაადგილება ამჟამად თავისუფალია, მათ შორის არის თელავი- გომბორი-ვაზიანის მიმართულებაც. თუმცა, ნაწილობრივი შეზღუდვა და პრობლემები რჩება თელავის მუნიციპალიტეტში, სადაც, ლიპყინულის გამო, მუნიციპალური ტრანსპორტი ვერ მოძრაობს. რეგიონში მთელი ღამის განმავლობაში ყველა პრობლემურ მონაკვეთზე მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა და, საჭიროების შემთხვევაში, იყრებოდა მარილი. საპატრულო პოლიციაა მობილიზებული შუამთის მონაკვეთზე. სამართალდამცველები მძღოლებს უამინდობის შესახებ აწვდიან ინფორმაციას […]
ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიას ეწვევა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს სამუშაო ვიზიტით შვეიცარიაში გაემგზავრება, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდება პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარეებს, პარტიის ლიდერებს და შვეიცარიელ კოლეგას. გარდა ამისა, ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში და დავოსში არაერთ ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. შეგახსენებთ, 2023 წლის ნოემბრის ბოლოს უკრაინაში ვიზიტით შვეიცარიის პრეზიდენტი, ალენ ბერსე […]
ამერიკელმა სამხედროებმა წითელ ზღვაში იემენიდან გასროლილი რაკეტა ჩამოაგდეს

აშშ-ის მოიერიშე თვითმფრინავმა ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო, რომელიც აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გამანადგურებლის მიმართულებით იემენის „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაუშვეს, – ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს. რაკეტა, რომელიც ამერიკულმა მოიერიშე თვითმფრინავმა ჩამოაგდო, წითელ ზღვაში მოძრავი USS Laboon-ის მიმართულებით გაისროლეს. დაშავებულების ან დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. შეგახსენებთ, გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ […]
ანდრეი ერმაკი – ვოლოდიმირ ზელენსკი ომის გაყინვას არასდროს დათანხმდება

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი არასოდეს დათანხმდება რუსეთთან ომის გაყინვას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა დავოსში განაცხადა. “ეს პრეზიდენტი და მისი გუნდი არასოდეს დათანხმდებიან და არ მიიღებენ კონფლიქტის გაყინვას. ეს მიუღებელია უკრაინული საზოგადოებისთვის. უკრაინას არ სჭირდება გაყინული კონფლიქტები, უკრაინას სჭირდება სამართლიანი მსოფლიო და უკრაინას სურს აღკვეთოს ნებისმიერი პოტენციური აგრესია მომავალში და იყენებს […]
უკრაინელებმა რუსების „ა-50“ ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს და „ილ-22“ -დააზიანეს

უკრაინელმა სამხედროებმა აზოვის ზღვის თავზე რუსული „ა-50“ ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს და „ილ-22“ ტიპის თვითმფრინავი დააზიანეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია „ხალხის მსახურის“ წევრ დეპუტატზე, იური მისიაგინზე დაყრდნობით ავრცელებს. „უკრაინულმა ქვედანაყოფებმა ცეცხლი გაუხსნეს რუსეთის შეიარაღებული ძალების ორ თვითმფრინავს, კერძოდ „ა-50“-სა და „ილ-22“ ბომბდამშენს, რომლებიც აზოვის ზღვის თავზე იმყოფებოდნენ“, – წერს სახალხო დეპუტატი. უკრაინული მედია თავდაცვის ძალების წყაროებზე […]