ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს შვეიცარიას ეწვევა

უკრაინის პრეზიდენტი დღეს შვეიცარიას სამუშაო ვიზიტით ეწვევა. როგორც უკრაინული მედია, პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით, იტყობინება, ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდება ადგილობრივი პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარეებს, პარტიების ლიდერებსა და შვეიცარიის პრეზიდენტს. “ასევე მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში და არაერთ ორმხრივ შეხვედრას გამართავს”, – წერს Ukrinform-ი. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, 14 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ დავოსში, ეროვნული უსაფრთხოებისა […]

Toyota 1 მილიონზე მეტ ავტომობილს გაიწვევს

იაპონური ავტომწარმოებელი Toyota ჩაატარებს საერთაშორისო კამპანიას, რომლის ფარგლებშიც 2020-2022 წლიან დაახლოებით 1,2 მილიონ Toyota-სა და Lexus-ის ავტომობილს გაგზავნის შესაკეთებლად. მიზეზი წინა აირბალიშის ელექტრონული განყოფილების გაუმართაობაა. აირბალიშის პრობლემები ძირითადად აღმოჩენილია Toyota Avalon-ში, Camry-ში, Corolla-ში, RAV4-ში, Highlander-სა და Sienna-ს ჰიბრიდულ ვერსიებში, ასევე ზოგიერთ Lexus ES250-ში, ES300H-სა და RX350-ში. გაწვევის კამპანიის ფარგლებში, Toyota აპირებს გამოასწოროს ხარვეზი. ავარიის დროს […]

დღეს თბილისში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 15 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ) და ქერჩის ქუჩის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გლდანი-მუხიანის გადასახვევის ტერიტორიის, მუხიანის ხევის, მუხიანის I, III მიკრორაიონების, […]

თენგიზ ცერცვაძე – არ არის სწორი, რომ ქვეყანაში „დრამატული ვითარებაა“, „კლინიკებში ადგილები აღარ არის“ – ქვეყანაში რესპირაციული ინფექციებით პაციენტების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ არ არის საჭირო ამის დრამატიზება, საპანიკო არაფერია

ჯანმო-ს ბოლო ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსით, გრიპით და სხვა რესპირატორული დაავადებებით ინფიცირების მაჩვენებელი უკანასკნელი კვირების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში იმატებს. გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ რესპირაციული ინფექციებით ინფიცირების შემთხვევების ზრდასთან ერთად პედიატრები პროგნოზირებენ, რომ იანვარი საქართველოში პედიატრიული ავადობის თვალსაზრისით ყველაზე რთული პერიოდი იქნება. არის თუ არა ინფექციური პროფილის წამყვან კლინიკებში საწოლფონდი დატვირთული და რამდენად მომზადებული შეხვდა […]

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი არ აქვს | მისამართები და აღდგენის დრო

· ნაძალადევის რაიონი – გურამ ქუთათელაძის ქ.N23-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 14/01 21:00-დან 15/01 13:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდა:გეგუთის, სვირის, კიშინოვის, ზეკარის, ასურეთის, კურსების, დარკვეთის, ლუბოვსკის, მირზაანის, სანავარდოს, ლისაშვილის, ბუგეულის, წერონისის, თოდრიას, მაჩხაანის, ჟღენტის, ბახმაროს, გომარეთის, ახტალის, რაჭის, ლოტკინის მთის, სამღერეთის, ზაქარაიას, ხერთვისის, გორდის, ლაითურის, კლდეკარის, ნაქალაქევის, ხუდადოვის, ბეჟანიშვილის, თმოგვის, ქართლის, დაისის, ილურიძის, ჯავის, […]

საქართველოს გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი ეწვევა

საქართველოს გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი, რიჩარდ ნეფი ეწვევა. ვიზიტი დაგეგმილია სომხეთშიც. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ოფისის ცნობით, 15-18 იანვარს დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში ის განიხილავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმდინარე სამუშაოებსა და გამოწვევებს, ასევე, შემდგომი თანამშრომლობის სფეროების განსაზღვრას. რიჩარდ ნეფი საქართველოში შეხვდება ხელისუფლების წარმომადგენლებს, ანტიკორუფციულ ინსტიტუტებს, საგამოძიებო ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

საქალაქო სასამართლოში დღეს ლაზარე გრიგორიადისის პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო სხდომა ჩატარდება. როგორც ცნობილია, მარტის აქციების შემდეგ დაკავებული აქტივისტი დღევანდელ სხდომაზე სიტყვის წარმოთქმის უფლებით ისარგებლებს. სხდომის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში სამოქალაქო აქტივისტები შეკრებას გეგმავენ. ფორმულასთან საუბრისას ლაზარე გრიგორიადისის დედამ თამთა კალანდაძემ თქვა, რომ “დიდი მოლოდინი არ აქვთ, მაგრამ ფიქრობს, რომ ლაზარეს ეს სასამართლო არ გაამართლებს”. 31 მარტს სასამართლომ […]

საქართველოში გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში სახ.დეპის კოორდინატორი, რიჩარდ ნეფი ჩამოდის

საქართველოსა და სომხეთს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში რიჩარდ ნეფი ეწვევა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ოფისში ამბობენ, რომ ვიზიტი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმდინარე სამუშაოებისა და გამოწვევების განხილვას შეეხება. ვიზიტის მიზანი კი ასევე არის, განისაზღვროს შემდგომი თანამშრომლობის სფეროები. რიჩარდ ნეფი საქართველოში ანტიკორუფციული ინსტიტუტების, საგამოძიებო ორგანოების მაღალჩინოსნებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება. რიჩარდ ნეფის […]

ენტონი ბლინკენი – აშშ არ მოისვენებს მანამ, სანამ ღაზაში დარჩენილი ყველა მძევალი შინ არ დაბრუნდება

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ არ მოისვენებენ, სანამ „ჰამასის“ მიერ აყვანილი ყველა მძევალი შინ არ დაბრუნდება. „ღაზაში ტყვეობის 100 დღე ძალიან გრძელია. აშშ არ მოისვენებს მანამ, სანამ ყველა დარჩენილი მძევალი, მათ შორის ექვსი ამერიკელი, საყვარელ ადამიანებთან არ დაბრუნდებიან“, – წერს ბლინკენი სოციალურ ქსელში. მანამდე, მძევლებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც, […]

ვულკანის ამოფრქვევა ისლანდიაში – ლავამ ქალაქ გრინ-დავიკამდე მიაღწია, რის გამოც რამდენიმე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

ისლანდიაში, ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ, ლავამ ქალაქ გრინ-დავიკამდე მიაღწია. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე სახლს ცეცხლი გაუჩნდა. მანამდე, გრინდავიკის მერმა ფანარ იონასონმა ვულკანის ამოფრქვევას “დიდი და სერიოზული შოკი” უწოდა. ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთის ქალაქ გრინდავიკთან ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო. სეისმური აქტივობა ღამით გაძლიერდა, რის გამოც ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა.