ვოლოდიმირ ზელენსკი – არის ახალი მხარდაჭერის პაკეტები ჩვენი ჯარისკაცებისთვის, იქნება მეტი დრონები – გამარჯვების პოტენციალი გვაქვს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას ექნება მეტი დრონები და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები. „ამ წლის პირველმა ორმა კვირამ უკვე შესძინა ძალა და შესაძლებლობა უკრაინას. არის ახალი მხარდაჭერის პაკეტები ჩვენი ჯარისკაცებისთვის. არის ძალიან საჭირო შეთანხმებები იარაღისა და ჭურვების ერთობლივ წარმოებაზე, განსაკუთრებით მგრძნობიარე საკითხია დრონები. იქნება მეტი დრონები“, – აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ […]
tuttonapoli: კვარაცხელია უკეთესია, ვიდრე გასულ სეზონში – ფაქტები, მხოლოდ ფაქტები

tuttonapoli-მ DataMb-ის ანალიტიკური მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით “ნაპოლის” გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას არავითარი ჩავარდნა არ აქვს. პირიქითაც შეიძლება ითქვას, ის კიდევ უფრო უკეთ თამაშობს და ეს ვინმეს მოსაზრება ან სურვილი კი არა, არამედ ფაქტია, ჯიუტი, რაზეც სტატისტიკა ნათლად მეტყველებს. კვარაცხელია იმაზე ძლიერია, ვიდრე გასულ სეზონში: რას გვეუბნებიან ციფრები “ნაპოლის” კრიზისში ყოფნისას კვარაცხელიას სარგებლიანობა ხშირად კამათის საგანია. […]
გერმანიაში ათასობით პირმა, შოლცის ჩათვლით, მიიღო მონაწილეობა მემარჯვენე რადიკალიზმის საწინააღმდეგო აქციაში

ბერლინსა და მის მეზობელ პოდსტამში ათასობით მოქალაქემ – მათ შორის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა – მიიღო მონაწილეობა დემონსტრაციაში, რომელიც გაიმართა მემარჯვენე რადიკალიზმის წინააღმდეგ. გავრცელებული მონაცემებით, პოდსტამში თავი მოიყარა 10 000-მდე მოქალაქემ, ბერლინში – 25 000-მდე პირმა. აქციას რამდენიმე დღით უძღოდა წინ საგამოძიებო ანგარიშის გავრცელება, რომლის თანახმადაც მემარჯვენე ექსტრემისტებმა და ულტრამემარჯვენე […]
მძევლების კრიზისის შემდეგ, ეკვადორმა ციხეებში წესრიგის აღდგენა დაიწყო

ეკვადორში პატიმრების მიერ მძევლების აყვანის შემდეგ, რაც ქვეყნის “შიდა შეიარაღებულ კონფლიქტში” გადაიზარდა, პოლიციამ და სამხედროებმა ციხეებში წესრიგის აღდგენა დაიწყეს. ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტოები, რომლებზეც ასახულია სამხედროების შესვლა იმ 7 ციხეში, სადაც მძევლების კრიზისი დაიწყო. უსაფრთხოების ძალებმა ციხეები გაჩხრიკეს და დაწესებულებებზე კონტროლიაღადგინეს. ფოტოებზე ასევე ასახულია ხელბორკილდადებული პატიმრების ჯგუფები. “ეროვნული პოლიცია ამ ადამიანების უფლებებს […]
შერმადინი “ბარსელონასთან” MVP გახდა, მისი “ტენერიფე” კი ბოლო წამზე დამარცხდა

გიორგი შერმადინმა “ბარსელონას” წინააღმდეგ დიდებულად ითამაშა, მის გუნდს კი სულ მცირედი დააკლდა კატალონიური გრანდის დამარცხებამდე. “ლენოვო ტენერიფემ” “ბარსელონას” ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე, 80:83 წააგო. შერმადინი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. ქართველმა ფორვარდმა თამაში ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე არასრული 29 წუთი დაყო. გიორგიმ 14 ორქულიანიდან 10 ჩააგდო, ხოლო […]
ბრაზილიური გოლებით – სუპერთასის ფინალში “რეალმა” “ბარსელონა” დაჯაბნა

საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ჩატარებულ ესპანეთის სუპერთასის ფინალში „რეალმა“ „ბარსელონა“ 4:1 დაამარცხა. კატალონიური გუნდის დაცვამ პირველ ტაიმში ბევრი შეცდომა დაუშვა, რითაც ვინისიუსმა ისარგებლა და ჰეთ-თრიკი შეასრულა. ერთი გოლით ლევანდოვსკიმ უპასუხა. შესვენების შემდეგ პენიას როდრიგომაც გაუტანა, მერე კი მსაჯმა ვინისიუსთან უხეშობისათვის არაუხო გააძევა, დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და „რეალი“ მეცამეტედ გახდა სუპერთასის გამარჯვებული – „ბარსელონას“ […]
აშშ-ს მოსამართლემ ფოსტის შენობაში იარაღის ტარებაზე აკრძალვა არაკონსტიტუციურად ცნო

აშშ-ში ფლორიდის ფედერალურმა რაიონულმა მოსამართლემ 12 იანვარს არაკონსტიტუციურად ცნო კანონი, რომელიც მოქალაქეებს ფოსტაში იარაღის ფლობას უკრძალავდა. აღნიშნული დადგენილება ემყარება 2022 წელს აშშ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც იარაღთან დაკავშირებული უფლებები მნიშვნელოვნად გააფართოვა. ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ დანიშნული მოსამართლის კათრინ კიმბალ მიზელის თქმით, 2022 წლის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ აღიარა, რომ ინდივიდებს თავდაცვის მიზნით მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღის […]
დანიაში გაიმართა ტახტის ახალი მონარქისთვის გადაცემის ცერემონია

14 იანვარს კოპენჰაგენში გაიმართა ტახტის ახალი მონარქისთვის გადაცემის ცერემონია – დედოფალმა, 83 წლის მარგარეტ მეორემ ტახტი დაუთმო თავის ვაჟს, 55 წლის ფრედერიკს. დანიის დედოფალმა, მონარქად ყოფნის 52 წელიწადის შემდეგ, საახალწლო მიმართვაში გამოაცხადა ტახტის დათმობის გეგმის თაობაზე. ის თითქმის 900 წლის განმავლობაში არის დანიის პირველი მონარქი, რომელმაც თავად თქვა ტახტზე უარი. ახალი მეფის კორონაციის ცერემონიას ათი […]
აშშ-ის რესპუბლიკელებმა აიოვაში გამართეს წინასაარჩევნო შეხვედრები, გამოკითხვაში ტრამპი ლიდერობს

აშშ-ის ექსპრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რეიტინგით მნიშვნელოვნად უსწრებს რესპუბლიკური პარტიის სხვა კანდიდატებს, ნიკი ჰეილის და რონ დესანტისს – ეს მონაცემი გამოქვეყნდა იმ ფონზე, როცა სამმა კანდიდატმა 14 იანვარს აიოვას შტატიდან დაიწყო წინასაარჩევნო შეხვედრები, რესპუბლიკური პარტიის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელების წინ. Des Moines Register/NBC News-ის მიერ აიოვაში ჩატარებული გამოკითხვით, ტრამპის მხარდაჭერის მაჩვენებელი 48 პროცენტია, მას 20 პროცენტით […]
ბათუმის “დინამო” “სპარტაკის” ყოფილი თავდამსხმელის დამატებას აპირებს

26 წლის თავდამსხმელი გიორგი მელქაძე უკმაყოფილო იყო რუსეთის პრემიერლიგის აუტსაიდერ “სოჭში” სათამაშო დროის სიმცირით და კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა. “მადლობა ყველაფრისათვის”, – დაემშვიდობა “სოჭი” მელქაძეს. მელქაძე მოსკოვშია დაბადებული, თამაშობდა „სპარტაკში“, „ტოსნოში“, „ტამბოვში“, „ახმატში“ და „სოჭში“. ის რუსეთის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, ამ სეზონში კი ჩემპიონატის 8 მატჩში საგოლე მოქმედებით თავი არ გამოუჩენია. 2023 […]