ფინანსთა მინისტრი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორს შეხვდა. შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რიჩარდ ნეფიუს გარდა აუდიენციაზე ამერიკული მხრიდან იმყოფებოდნენ გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის რეგიონული გუნდის ხელმძღვანელი და აშშ-ის საელჩოს მაღალჩინოსნები. ლაშა ხუციშვილმა სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორს იმ თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები […]
“ევრაზიის ახალი განთიადი” – დავოსში დღეს დაგეგმილ პანელურ დისკუსიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას

“ევრაზიის ახალი განთიადი” – ასეთი სახელწოდება აქვს დავოსში დღეს დაგეგმილ პანელურ დისკუსიას, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას. ფორუმის მონაწილეები მთავარ აქცენტს შუა დერეფნის მნიშვნელობაზე გააკეთებენ. კიდევ ერთ პანელურ დისკუსიაზე ერთ-ერთ სპიკერად იყო წარმოდგენილი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე. განხილვის თემა ამჯერად ადამიანის სისხლსა და ჰაერში ტყვიის შემცველობის გლობალური პრობლემები იყო. საქართველოს პრემიერი შეხვედრაზე USAID-ის […]
მმართველი პარტიის წარმომადგენელები ოფიციალურ, მაღალი დონის შეხვედრებს დღეიდან ჩინეთის ყველაზე დიდ ქალაქში, შანხაიში მართავენ

პეკინის შემდეგ შანხაი – საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენელები ოფიციალურ, მაღალი დონის შეხვედრებს დღეიდან ჩინეთის ყველაზე დიდ ქალაქში მართავენ. ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ქართველი კანონმდებლები ჩინეთის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად უკვე შეხვდნენ ქვეყნის ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს. ქართულ დელეგაციაში განმარტავენ, რომ ვიზიტმა ნათელი გახადა, რომ არსებობს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავების დიდი პოტენციალი არაერთ სფეროში და ის უნდა გამოიყენონ. “ქართული […]
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ ჩუგუევზე იერიში ორჯერ მიიტანეს

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ ჩუგუევზე იერიში ორჯერ მიიტანეს. არის მსხვერპლი. დაღუპულია ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. არიან დაშავებულები. დაზიანდა ადგილობრივი ინფრასტრუქტურა. აფეთქებები იყო ხმელენცკის ოლქშიც. გავრცელდა ინფორმაცია დნიპროპეტროვსკის ოლქში საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებაც, უკრაინული საჰაერო ძალები იტყობინებიან “შაჰედის” ტიპის 4 დრონის ჩამოგდების შესახებ. პარალელურად, გერმანიის პარლამენტმა უკრაინისთვის “ტაუ-რუსის” რაკეტების გადაცემას მხარი არ დაუჭირა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, […]
მეუღლის ცემის ბრალდებით დაკავებული ტყიბულის მერიის თანამშრომელი 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

მეუღლის ცემის ბრალდებით დაკავებული ტყიბულის მერიის თანამშრომელი 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო. პროკურატურა პატიმრობას, დაცვის მხარე კი 2 000 ლარიან გირაოს ითხოვდა. ბრალდების მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ემზადება. სხდომას ესწრებოდა დაკავებულის მეუღლეც. მან მოსამართლეს მეუღლის გათავისუფლების თხოვნით მიმართა. სიტყვით გამოვიდა თავად დაკავებულიც – მისი თქმით, ის მომხდარის გამო წუხს.
14 წლის აითაჯ შახმაროვას დედისა და ბიძის პროცესი რუსთავის საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდება

რუსთავის საქალაქო სასამართლოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედისა და ბიძის პროცესი დღეს განახლდება. ორივე მათგანს გამოძიება ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, სხდომაზე დღეს მკვლელობაში ბრალდებული ალიმ სადიკოვის ოჯახის წევრები, მათ შორის, მისი და გამოიკითხებიან. გუშინ სასამართლოს ჩვენება ბრალდების მხარის მოწმეებმა, მათ შორის აითაჯის კლასელებმა მისცეს. ადვოკატის მტკიცებით, მოწმეებმა ვერ დაადასტურეს, რომ მოზარდს […]
“უკვე მეოთხედ მოხდა, გამოშრობას ვერ ასწრებს სარდაფი” | თბილისის ცენტრში სოციალურად დაუცველები ისევ დაიტბორნენ

ქალაქის ცენტრში მცხოვრები სოციალურად დაუცველები უკვე მეოთხედ დაიტბორნენ. “ჯორჯიან ვოტერ ენდ ფაუერის” მიერ უხარისხოდ შესრულებულმა სამუშაოებმა წყლის მთავარი მილი დააზიანა, რამაც ორსართულიანი სახლის სარდაფის დატბორვა გამოიწვია. ამ სახლში 14 სოციალურად დაუცველი ოჯახია შესახლებული. მერია სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის პასუხისმგებლობაზე საუბრობს, კომპანია კი ამტკიცებს, რომ პრობლემა აღმოფხვრილია. “უკვე მეოთხედ მოხდა, გამოშრობას ვერ ასწრებს პადვალი და მიწა, სულ […]
რუსებმა ჩუგუევს დაარტყეს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ ჩუგუევს დაარტყეს, რის შედეგადაც ერთი ქალი დაიღუპა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა ჩუგოევს ორჯერ დაარტყეს. თავდასხმის შედეგად სასწავლო დაწესებულება დაზიანდა. სასწრაფო დახმარების ექიმებმა შემთხვევის ადგილზე დახმარება კიდევ ერთ დაშავებულ მშვიდობიან მოქალაქეს გაუწიეს.
Le Parisien – საფრანგეთი უკრაინისთვის 80-მდე თვითმავალი ჰაუბიცა CAESAR-ის წარმოებას გეგმავს

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, მისი ქვეყანა უკრაინისთვის 78 ერთეულ თვითმავალ ჰაუბიცა CAESAR-ს დაამზადებს, – ამის შესახებ მან გამოცემა Le Parisien-თან საუბარში აღნიშნა. მისი თქმით, იმ სიტუაციაში, როდესაც დასავლური დახმარება იწურება, საფრანგეთი ომის ეკონომიკის რეჟიმს აწესებს. “უკრაინა თავად მზადაა, ჩადოს საკუთარი რესურსების ნაწილი. მან ახლახან შეიძინა ექვსი დანადგარი საკუთარი ხარჯებით”, – განაცხადა ლეკორნუმ. გარდა […]
ჯო ბაიდენი – უკრაინის დახმარების შეფერხება საფრთხეს უქმნის აშშ-ს, ნატო-ს და დანარჩენ თავისუფალ სამყაროს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესის ლიდერები გააფრთხილა, რომ უკრაინის დასახმარებლად თანხების გამოყოფის შეფერხება საფრთხეს უქმნის ამერიკის, ნატო-ს და თავისუფალი სამყაროს უსაფრთხოებას, – ამის შესახებ თეთრი სახლის ინფორმაციაშია აღნიშნული. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ბაიდენმა შეხვედრაზე მიიწვია „რესპუბლიკური“ და „დემოკრატიული“ ფრაქციების ლიდერები, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის შესაბამისი კომიტეტების ხელმძღვანელები, რათა განეხილათ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების გადაუდებელი აუცილებლობა. „შეხვედრაზე […]