ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Le Parisien - საფრანგეთი უკრაინისთვის 80-მდე თვითმავალი ჰაუბიცა CAESAR-ის წარმოებას გეგმავს

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, მისი ქვეყანა უკრაინისთვის 78 ერთეულ თვითმავალ ჰაუბიცა CAESAR-ს დაამზადებს, - ამის შესახებ მან გამოცემა Le Parisien-თან საუბარში აღნიშნა.
მისი თქმით, იმ სიტუაციაში, როდესაც დასავლური დახმარება იწურება, საფრანგეთი ომის ეკონომიკის რეჟიმს აწესებს.
"უკრაინა თავად მზადაა, ჩადოს საკუთარი რესურსების ნაწილი. მან ახლახან შეიძინა ექვსი დანადგარი საკუთარი ხარჯებით", - განაცხადა ლეკორნუმ. გარდა ამისა, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანას დღეს მისი უკრაინელი კოლეგა, რუსტემ უმეროვი ეწვევა და ისინი ერთობლივად მოინახულებენ Nexter-ის ქარხანას, სადაც CAESAR-ის თვითმავალ ჰაუბიცებს აწარმოებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.