აშშ-მა იემენში „ჰუსიტების“ ობიექტებს დაარტყა

შეერთებულმა შტატებმა იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტებს კიდევ ერთხელ დაარტყა, – ინფორმაციას CBS News-ი ამერიკელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის ვინაობასაც არ ასაჯაროებს. მისი თქმით, აშშ-ის სამიზნე რამდენიმე ობიექტი იყო, საიდანაც ახალი თავდასხმები მზადდებოდა. მანამდე, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ჰუსიტებმა“ ადენის ყურეში აშშ-ის კუთვნილ გემს დრონით დაარტყეს, რის შედეგადაც გემი დაზიანდა, თუმცა არავინ დაშავებულა. გემზე თავდასხმა […]

“მოგვეცით, გთხოვთ, ეს ხატი… და ხატწერის თანხებს დავფარავთ” – ნიკოლეიშვილი

სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი: “ძალიან დამწყდა გული, ხატი რომ წააბრძანეს “გადასაკეთებლად.” იქნებ, დაგვითმონ ის ხატი, როგორიც არის, უცვლელად, და ხატწერის თანხებს დავფარავთ, მეგობრები, თანამოაზრეები, უმორჩილესად გთხოვთ. და ახალი ხატი დაწეროს ხატმწერმა, ისეთი, როგორიც ნატა ფერაძეს მოეწონება. გთხოვთ, ფერაძის “დაწუნებულს” არ ახლოთ ხელი, დაგვიტოვეთ ამდენი ადამიანის ლოცვააღვლენილი წმინდანის ხატი უცვლელად, ხატის ხელუხლებლობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი […]

ზელენსკის ვიზიტის დროს პრორუსმა ჰაკერებმა შვეიცარიულ ვებსაიტებზე კიბერთავდასხმა მოაწყვეს

17 იანვარს, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შვეიცარიაში ვიზიტისას, შვეიცარიულ ვებსაიტებზე კიბერთავდასხმა მოხდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რუსეთთან დაკავშირებულმა ჰაკერების ჯგუფმა, “NoName”-მა, აიღო და მიზეზად დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში ზელენსკის მონაწილეობა დაასახელა. შვეიცარიის ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრის (NCSC) ინფორმაციით, კიბერთავდასხმა შვეიცარიის ფედერალური ადმინისტრაციის წინააღმდეგ ამავე ჯგუფმა მანამდეც, 2023 წლის ივნისში, მოაწყო. “თავდასხმაზე პასუხისმგებლობა კვლავაც ჰაკერების ჯგუფმა “NoName”-მა აიღო, რომელიც […]

“თუ გავა ნიჩბით და 2 კვირაში, სიცივეში და წვიმაში პროექტს დაასრულებენ, ამით მხოლოდ დაშავდება” – ანა დოლიძე

წერეთლის გამზირთან დაკავშირებით კალაძის განცხადების ძველბიჭურ ტონალობაზე აყოლა და მაჩოობაში შეჯიბრი არ მგონია სწორი. “გამოექანონ” ტონში საუბარი არ შეშვენის ყველაზე მაღალი დემოკრატიულობის ხარისხით არჩეულ ლიდერს. ამაზეა მითითებაა საჭირო, ცივილიზებული ფორმით და არა კუნთების დატოლებაში შეჯიბრი. ხალხი ამ მდარე სანახაობას, რასაც ოცნება გვთავაზობს, ავაცილოთ. თავად თუ გავა ნიჩბით და 2 კვირაში, სიცივეში და წვიმაში პროექტს დაასრულებენ […]

ცოლზე ძალადობაში ბრალდებულ ტყიბულის მერიის თანამშრომელს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ტყიბულის მერიის თანამშრომელს, რომელსაც არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ცოლზე ძალადობისთვის წარედგინა ბრალდება, 5 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. პროკურორის მითითებით, სასამართლომ სრულად არ დააკმაყოფილა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნა და ბრალდების მხარე გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 იანვარს, საღამოს საათებში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ […]

WSJ: ბრიტანულმა ნავთობკომპანია Shell-მა წითელ ზღვაში გემების მოძრაობა განუსაზღვრელი დროით შეაჩერა

ბრიტანული ნავთობის მთავარმა კომპანიამ Shell ჰუთების თავდასხმებისგან თავდასაცავად, წითელ ზღვაში გემების ტრანსპორტირება გაურკვეველი დროით შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედია წერს, რომ ჰუთების თავდასხმებმა, რომლებიც პალესტინის მხარდასაჭერად მოქმედებენ, გლობალური ვაჭრობა შეაფერხა. გასულ კვირას კომპანიამ გადაწყვიტა შეეჩერებინა ნავთობის გადაზიდვა წითელი ზღვის გავლით, რადგან ჰუთების “წარმატებულმა” თავდასხმამ შესაძლოა გამოიწვიოს ნავთობის ჩაღვრა […]

“ჩვენ ომში ვართ – ამიტომ ან მუშაობ, ან იბრძვი” | ზელენსკი

“უკრაინის კანონმდებლობით, თუ კაცს აქვს ასაკი, რომ მობილიზაციის დროს ომში გამოცხადდეს, მაშინ ის უკრაინაში უნდა იმყოფებოდეს. ეს ფაქტია. შემდეგ ან იბრძოლებს, ან იმუშავებს. ჩვენ ომში ვართ, ამიტომ ან მუშაობ, ან იბრძვი, რადგან ერთი სამხედროს ხელფასი ექვსი-რვა ადამიანის გადასახდელია… ეს სამართლიანობის საკითხია. შეიძლება, მუშაობდე და არ იყო ფრონტზე. ეს დამოკიდებულია სიტუაციაზე, მაგრამ გადასახადები უნდა გადაიხადო. ზოგადად, […]

“ქალების კომენტარები: “ორი ბო@ი,” – ქალებს ისევ ქალები აგინებენ” – ცისნამი საყვარლიშვილი

“დღეს გავიდა “ფემინისტის პირისპირ” გადაცემა, Sfero TV • ტელეკომპანია სფერო-ზე. კაცების კომენტარები: “მაგარი ხარ”, “კაი გოგო ხარ!” ქალების კომენტარები: “ორი ბო@ი,” ჩემზე და ირინაზე. მოკლედ, საქართველოში არ არსებობს ქალური სოლიდარობა და ყველაზე მეტად ქალებს ისევ ქალები აგინებენ. საერთოდ ასეა, თქვენ რაც ხართ, სხვაც ისეთი გგონიათ. დამწყდა გული ჩემზე, რომ ფიქრობ ბო@იაო? არა, რადგან, მე ხომ […]

გერმანიაში ქალს მსგავსი გარეგნობის მქონე ქალის მკვლელობისთვის ბრალი წარედგინა

გერმანიაში 24 წლის შარაბან კ. მსგავსი გარეგნობის მქონე ქალის მკვლელობის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარსდგა. პროკურატურის თქმით, ბრალდებულმა მკვლელობა საკუთარი სიკვდილის გასათამაშებლად, 25 წლის შექირ კ-ს დახმარებით ჩაიდინა. მკვლელობა 2022 წლის აგვისტოში მოხდა, როცა, ბრალდების თანახმად, შარაბან კ. Instagram-ზე თავის მსგავს ქალებს ეძებდა და სხვადასხვა დაპირებებით მათთან შეხვედრას ცდილობდა. მსხვერპლი ალჟირული წარმომავლობის მქონე ხადიდია ო. გახდა, […]

კრემლი: რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობას ყველა მიმართულებით აღრმავებს

კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობას ყველა მიმართულებით აღმავებს, მათ შორის “მგრძნობიარე” საკითხებზეც. ჩრდილოეთ კორეის სააგარეო საქმეთა მინისტრი სამშაბათს მოოსკოვს ეწვია და ვლადიმიარ პუტინს შეხვდა. რუსეთის პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ უნმა არაერთხელ მიიწვია საკუთარ ქვეყანაში. მოლაპარაკებების თაობაზე პესკოვმა თქვა, რომ მხარეებმა კორეის ნახევარკუნძულზე არსებული ვითარება განიხილეს, თუმცა უმთავრესი აქცენტი […]