ჰუსიტებმა რაკეტებით ბერძნულ გემს შეუტიეს – ხომალდის ეკიპაჟის 24 წევრიდან ერთ-ერთი ქართველია, დაშავებულები არ არიან

შეერთებული შტატების რიგით მეოთხე იერიში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჰუსიტების წინააღმდეგ, იემენში. მანამდე, ჰუსიტებმა, რომლებიც წითელ ზღვაში კომერციულ გემებზე თავდასხმების გამო ვაშინგტონმა გლობალურ ტერორისტულ ჯგუფად კიდევ ერთხელ დაასახელა, რაკეტებით ბერძნულ გემს შეუტიეს. ხომალდის ეკიპაჟის 24 წევრიდან ერთ-ერთი ქართველი იყო. თავდასხმის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. გემი დაზიანდა, თუმცა მან მოძრაობის გაგრძელება მაინც შეძლო. ირანის ერთ-ერთ […]
აზერბაიჯანმა ნავთობისა და გაზის კონდენსატის მოპოვება 7.6%-ით შეამცირა

აზერბაიჯანში ნავთობისა და გაზის კონდენსატის მოპოვება 2023 წელს 7,6%-ით შემცირდა და 30,2 მლნ ტონა შეადგინა. ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტი იტყობინება. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მოპოვებული კონდენსატის მოცულობა 32,7 მლნ ტონა იყო. ბუნებრივი აირის მოპოვება 46,7 მილიარდი კუბური მეტრიდან 48,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა. ქვემოთ მოცემულია ნავთობისა და გაზის წარმოების მაჩვენებლები 2022 და 2023 […]
Tesla-მ გერმანიაში Model Y-ის ფასები შეამცირა

ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა Tesla-მ გერმანიაში Model Y-ის ფასები შეამცირა. კომპანიის ვებსაიტზე დაყრდნობით, Model Y Long Range და Model Y Performance ახლა 5 ათასი ევროთი იაფია (8%-ზე მეტი) ვიდრე გასულ კვირას. უფრო იაფი Model Y-ის უკანა ამძრავი ავტომობილი 4%-ით გაიაფდა. ერთი კვირის წინ კომპანიამ შეამცირა Model 3-ისა და Model Y-ის ღირებულება ჩინეთში 5,9%-ით და 2,8%-ით შეამცირა. […]
Bloomberg – Credit Suisse-ის ფულის გათეთრების საქმეზე გამოძიება შეწყდა – ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

UBS Group AG-მა Credit Suisse-ისგან მემკვიდრეობით მიღებული ერთ-ერთ იურიდიულ დავასთან დაკავშირებით წარმატებას მიაღწია, – ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ჟენევის მთავარმა ფინანსურმა პროკურორმა, ივ ბერტოსამ მხარეებს უთხრა, რომ მისმა გამოძიებამ ვერ იპოვა მტკიცებულება პატრის ლესკოდრონის ან მესამე მხარის მიერ ფირმაში „ფულის გათეთრების“ შესახებ. გამოცემა წერს, რომ ეს საუკეთესო შედეგია UBS Group AG-სთვის, რომელსაც მრავალი იურიდიული […]
მიჩ მაკკონელის ინფორმაციით, სენატი უკრაინის დახმარების პაკეტს მომავალ კვირაში განიხილავს

აშშ-ის სენატის უმცირესობის ლიდერის, მიჩ მაკკონელის განცხადებით, მოელის, რომ სენატი მომავალ კვირაში განიხილავს ორპარტიულ შეთანხმებას უკრაინის დაფინანსებისა და საზღვრის უსაფრთხოების შესახებ. ”ჩემი ვარაუდით, ამ საკითხს სენატში მომავალ კვირას განვიხილავთ. ვიმედოვნებთ, რომ მივიღებთ სანდო სასაზღვრო პაკეტს“, – აღნიშნა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა. თეთრ სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი „რესპუბლიკური“ და „დემოკრატიული“ ფრაქციების ლიდერებსა და წარმომადგენელთა პალატისა და […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 იანვარს 12:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში წილკანი, ფრეზეთი, ერედა, საგურამო, ნატახტარი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ახალშენი, მჭადიჯვარი, ლამოვანი, ციხევდავი და მიმდებარე სოფლებში. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ […]
ComCom: საქართველოში 100 მბ/წმ ფიქსირებული ინტერნეტი 136%-ით უფრო ძვირია ვიდრე ევროპაში

კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, 100 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტი საქართველოში, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, 136%-ით, ხოლო 10 გბ. მობილური ინტერნეტი და 1795 წუთი სასაუბრო დრო, 24 ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით, 35%-ით უფრო ძვირია. ეს შედეგები ევროკავშირის წევრი 22 ქვეყნისა და დიდი ბრიტანეთის ანალოგიურ მაჩვენებლებთან საქართველოს სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების შედარებითმა ანალიზმა აჩვენა, რომელიც კომისიის დაკვეთით […]
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსში ფორუმის ფარგლებში პირისპირ შეხვედრებს მართავს

პანელურ დისკუსიებში აქტიური მონაწილეობის გარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფორუმის ფარგლებში პირისპირ შეხვედრებსაც მართავს. ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან შედგა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოსა და EBRD-ს შორის წარმატებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და ის პროექტები მიმოიხილეს, რომლებიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. […]
ახლო აღმოსავლეთში ინტენსიური ბრძოლებია – ღაზას სექტორში ისრაელის სამხედრო სახმელეთო ოპერაცია გრძელდება

ახლო აღმოსავლეთში ინტენსიური ბრძოლებია – ღაზას სექტორში გრძელდება ისრაელის სამხედრო სახმელეთო ოპერაცია. ამავე დროს, ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური ამბობს, რომ ისინი “ლიბანში ბრძოლისთვის მზადყოფნას ზრდიან, რადგან ლიბანში ომის შესაძლებლობა უფრო მაღალია, ვიდრე აქამდე”. ჰერზი ჰალევის განმარტებით, ლიბანში ისრაელის მიზანი ნათელია – ჩრდილოეთში მცხოვრებლები დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. “ჰეზბოლას” მიერ განხორციელებული თავდასხმების გამო ისრაელის ჩრდილოეთი რეგიონები 80 […]
მოსკოვის და პეტერბურგის მახლობლად აფეთქებები იყო

გვიან ღამით აფეთქებები იყო რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის და ქალაქ სანქტ-პეტერბურგის მახლობლად. ინფორმაცია თავდაპირველად რუსული ტელეგრამ-არხებით გავრცელდა. გამთენიისას რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური ცნობა ტრადიციული შინაარსით, რომ „აღკვეთეს კიევის რეჟიმის მცდელობა თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით ტერორისტული შეტევა განეხორციელებინა ობიექტებზე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე“. თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ერთი დრონი მოსკოვის ოლქში „გაანადგურეს“, ერთი კი „გზად დაიჭირეს“ ლენინგრადის […]