Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება

Ambebi.ge-ის მთა­ვარ რე­დაქ­ტორს, ნა­თია დო­ლი­ძეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა. ნა­თია დო­ლი­ძეს ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა და­უდ­გინ­და, მკურ­ნა­ლო­ბა კი სო­ლი­დურ თან­ხებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

“ვე­რას­დროს ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ამის და­წე­რა მო­მი­წევ­და. არც კი და­მიშ­ვია რო­დის­მე, რომ ერთ დღეს ონ­კო­პა­ცი­ენ­ტი ვიქ­ნე­ბო­დი, თუმ­ცა რო­გორც ამ­ბო­ბენ, “არა­სო­დეს თქვა არა­სო­დეს”… მოკ­ლედ, თურ­ქეთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, და­მის­ვეს მკერ­დის სა­დი­ნა­რუ­ლი კარ­ცი­ნო­მის ტრი­პელ ნე­გა­ტი­უ­რი (სამ­მა­გად უარ­ყო­ფი­თი) ფორ­მის (მე-2 სტა­დია) დი­აგ­ნო­ზი. სრულ­ყო­ფი­ლი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ავა­დო­ბა გან­კურ­ნე­ბა­დია, თუმ­ცა ამის­თვის სა­ჭი­როა ჩემ­თვის დი­დძა­ლი თან­ხა.

და­ნარ­ჩე­ნად ჩემს ახ­ლობ­ლებ­სა და გულ­შე­მატ­კივ­რებს მინ­და ვუ­თხრა, რომ სრუ­ლი სიმ­შვი­დით მი­ვი­ღე დი­აგ­ნო­ზი და ასე­თი­ვე სიმ­შვი­დით ვემ­ზა­დე­ბი მკურ­ნა­ლო­ბის­თვის, რო­მე­ლიც ერთ წელს გას­ტანს. ვინც მიც­ნობს, იცის, რომ არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის­თვის მიბ­რძო­ლია და სა­კუთ­რის­თვი­საც აუ­ცი­ლებ­ლად ვიბ­რძო­ლებ. რაც შე­ე­ხე­ბა თან­ხას, ჩემი ავა­დო­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმუ­ნო­თე­რა­პია, რომ­ლის ერთი გა­დას­ხმაც სა­ქარ­თვე­ლო­ში 13 000 ლარი ღირს, მჭირ­დე­ბა სულ 16 გა­დას­ხმა, რომ­ლი­და­ნაც სა­ხელ­მწი­ფო მხო­ლოდ 2-ს – ექვს თვე­ში ერთს აფი­ნან­სებს. (არ­სე­ბობს მე­ო­რე გზაც თურ­ქეთ­ში ყიდ­ვა შე­და­რე­ბით ია­ფად, თუმ­ცა ესეც ჩემ­თვის ძა­ლი­ან დიდი თან­ხაა) მოკ­ლედ, რამ­დე­ნი თან­ხაა სა­ჭი­რო სრუ­ლი კურ­სის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად კი მიხ­ვდე­ბით.

ჩემ­თვის ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნე­ბი უკვე და­რაზ­მუ­ლი არი­ან ჩემს და­სახ­მა­რებ­ლად, მად­ლო­ბა მათ უდი­დე­სი, მაგ­რამ, სა­ვა­რა­უ­დოდ, უფრო მას­შტა­ბუ­რი დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე რთუ­ლად წარ­მო­სად­გე­ნია ამ თან­ხის შეგ­რო­ვე­ბა. ამი­ტომ ისევ და ისევ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბის იმე­დით ვარ. ჩემს ახ­ლობ­ლებ­სა და ნაც­ნო­ბებს, მინ­და, გთხო­ვოთ, რომ ჩემი დი­აგ­ნო­ზის შე­სა­ხებ დე­და­ჩემ­თან არ ისა­უბ­როთ, მზად ვარ ყვე­ლა კი­თხვა­ზე მე თვი­თონ გი­პა­სუ­ხოთ. ასე­ვე, შე­მიძ­ლია დაგ­პირ­დეთ, რომ რო­გორც გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შემ­დეგ, ასე­ვე მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­შიც ვიქ­ნე­ბი ონ­კო­პა­ცი­ენ­ტე­ბის უფ­ლე­ბე­ბის აქ­ტი­უ­რი დამ­ცვე­ლი, გა­ვა­კე­თებ ყვე­ლა­ფერს, რომ გა­ჯან­საღ­დეს რო­გორც ონ­კო­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო სის­ტე­მა, ასე­ვე და­ფი­ნან­სე­ბის სქე­მე­ბი, რო­მე­ლიც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში პა­ცი­ენ­ტის­თვის ჩი­ნუ­რია.

აქვე ვწერ ჩემი სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბის ნომ­რებს:

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი: GE50BG0000000605653748

თი­ბი­სი ბან­კი: GE51TB7139845063600037

მიმ­ღე­ბი მე – ნა­თია დო­ლი­ძე

ყვე­ლას ჯან­მრთე­ლო­ბას და ბედ­ნი­ე­რე­ბას გი­სურ­ვებთ!”, – წერს AMBEBI.GE-ს მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ასევე დაგაინტერესებთ

ელისო ჯარიაშვილი – ვახო სანაიასთვის პატიმრობის შეფარდებით ვისი ცხოვრება გახდება უკეთესი? პაპუაშვილო, ბოჟაძევ, 14 დღე მშვიდად დაიძინებთ? – ეს ვახოზე პერსონალური ანგარიშსწორებაცაა, ისე როგორც არის შეტევა თავისუფალ მედიაზე