“ამიტომაც არის, რომ ყაზახეთის პრეზიდენტიც კი პუტინს ყაზახურად პასუხობს. ანუ ირიბად ეუბნება – არა, გენაცვალე, ჩვენ ეგრეც არ დაგვიკარგავს იდენტობა, არ ავთქვეფილვართ რუს ხალხში…”

ნებისმიერ ქვეყანაში ომის გზით თუ მშვიდობიანად შემოსული დამპყრობელი პირველი რიგში ენასთან ცდილობდა ანგარიშის გასწორებასამ მხრივ არც საქართველოში შემოსული დამპყრობლების პოლიტიკა ყოფილა განსხვავებული.

მოდითავიდან დავიწყოთ – საქართველოს ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგრუსეთის სინოდმა ეკლესიებიდან ქართული ღვთისმსახურების დევნა დაიწყო. დაიწყო სკოლების რუსიფიკაციაცსახალხო სკოლის ინსპექტორები ღიად აცხადებდნენრომ ქართველი ბავშვებისთვის ქართული ენის სწავლება მავნებელი იყო. ილია ჭავჭავაძემ და თერგდალეულებმა სწორედ ამ საფრთხის საპასუხოდ შექმნეს „წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოებასხვათა შორისმისი წევრი ჩემი დიდი ბაბუაც იყორომელიც სოფლის ბავშვებს წერაკითხვას ასწავლიდაწარმომიდგენიარა ძალისხმევას დებდა მაშინ ოტია ბაბუა ამ საშვილიშვილო საქმეში

მაშინროცა საქართველოში წერაკითხვის მცოდნე საზოგადოება ალბათ 10%-საც კი არ შეადგენდა (ამ პროცენტის სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ), ძალიან ძნელიც არ იქნებოდა მტრისთვის თავისი მიზნის სრულყოფაში მოყვანამაგრამ არა – საქართველოს ერთგულმა შვილებმა ამის უფლება მტერს არ მისცესსისხლითა და ბრძოლით შეინარჩუნეს ისრის დაკარგვასაც წინ არაფერი ედგაგარდა ილიასნაირი შვილების თავგანწირვისა.

შემდეგ იყო ქართული ენის ენად არცნობა  დიალექტებად დაშლის მცდელობამეფის ადმინისტრაცია ცდილობდა რუსული ანბანის ბაზაზე ცალკე დამწერლობის შექმნასა და სკოლებში მისი სწავლების შემოღებას. XIX საუკუნის მეორე ნახევარში კირილე იანოვსკის ადმინისტრაციამ წამოიწყო კამპანია, რომლის მიზანიც ქართული ენობრივი სივრცის დაშლა და რუსიფიკაციის დაჩქარება იყო. რუსული ენის ბაზაზე შექმნეს მეგრული „აზბუკა“, რომელიც დაიბეჭდა კიდეცმისი მიზანი – ქართული ენის ამოღება და მისი რუსულ გრაფიკაზე დაფუძნებული სახელმძღვანელოებით ჩანაცვლება იყოდაახლოებით იგივე მცდელობები იყო სვანურ და აფხაზურ ენებთან მიმართებითაც.

ამ პოლიტიკასაც ქართველმა ინტელიგენციამ მტკიცე ერთობით უპასუხარადგან ესმოდათრომ ეს ერის სხეულის დანაწევრებას ნიშნავდა.

შემდეგ იყო 1978 წლის 14 აპრილისახელმწიფო ენის სტატუსის დაცვა უკვე საბჭოთა დროსსაბჭოთა კავშირის ახალი კონსტიტუციის პროექტითმოკავშირე რესპუბლიკებში (მათ შორის საქართველოშიუქმდებოდა მუხლირომელიც ადგილობრივ ენას სახელმწიფო ენის სტატუსს ანიჭებდა და ერთადერთ ოფიციალურ ენად რუსულს აღიარებდა. რუსთაველის გამზირზე სტუდენტებისინტელიგენციისა და ათასობით მოქალაქის ქუჩაში გამოსვლამ კრემლი იძულებული გახადა, უკან დაეხიაეს იყო იშვიათი პრეცედენტი საბჭოთა იმპერიის ისტორიაშიროცა ხალხმა მშვიდობიანი პროტესტით დაიცვა ენის სტატუსი.

სხვისი არ ვიციჩემთვის 14 აპრილი მნიშვნელობითა და ემოციურობით 26 მაისის ტოლფასია.

ასე ბრძოლით და სისხლით შეგვინარჩუნეს საქართველოს ღირსეულმა შვილებმა ენაჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდესრომროცა იდენტობის ეს უმნიშვნელოვანესი ხერხემალი იმტვრევა, ხდები უსახური ერთფეროვნების ნაწილი, ისეთი, როგორიც ყველაა; ისეთი, როგორსაც დედარუსეთი ისურვებდა; ისეთი, რომლის დამორჩილებასაც წინ აღარაფერი უდგას; ისეთი, როგორიც უნდა იყოს ნამდვილი მონა.

ენის წართმევა არ არის მხოლოდ სიტყვების აკრძალვა. ეს არის ერის მეხსიერების გადაწერა. როცა კარგავ ენას – მასთან ერთად კარგავ იდენტობასაც… შესაბამისადიკარგება ის განსაკუთრებული ნიშარომელიც დამოუკიდებელ ერად გაქცევდა. რუსეთის იმპერიას ესმოდარომ სანამ ქართველი აზროვნებდა და ქართულად ქმნიდამის ხელში რჩებოდა თავისუფალ სუბიექტად ყოფნის ყველა სადავე და იმპერიის ჭანჭიკად ის არ გამოდგებოდაიმპერიას კი სწორედ ჭანჭიკები სჭირდებოდა.

დღეს კიროცა ჩვენთან მაღაზიებში შემოსულ რუსებს რუსულად ვუწყებთ საუბარს და ველაქუცებით, ეს ძალიან ცუდი სიგნალიაეს ნიშნავს იმასრომ ისრის დაცვასაც ამდენი ბრძოლა და სისხლი დასჭირდაასე მარტივად ველევითჩვენივე ნებით ვთმობთ და ჭანჭიკობას ვთანხმდებითეს იმას ნიშნავსრომ ჩვენს მაღაზიებსა და რესტორნებში რუსსაც პატივითა და მოწიწებით ველოდებითეს იმასაც ნიშნავსრომ ჩვენი ინეტერესი მხოლოდ ერთი რამით შემოიფარგლება – ჩვენს ჯიბეს და მუცელს არ დაეტყოს შეთხელებათუმცა ვერ ვხვდებითრომ ამასთან ერთად ვმარხავთ ყველაზე დიდსა და მნიშვნელოვანს – ჩვენს განსაკუთრებულობასჩვენს იდენტობასჩვენივე ნებით ვაცამტვერებთ მასრაც უსახური ერთფეროვნებისგან გამოგვარჩევსეს კი მხოლოდ ხორცის გადარჩენისთვის მეტრფე არსებებად დარჩენას გვაიძულებსვმარხავთ ყველაზე დიდსა და მნიშვნელოვანს – გონიერ ადამიანად ყოფნის ბედნიერებას. მტერსაც ხომ ეს უნდაპრინციპში მტერი ჩვენს ხორციელ არსებობას კი არაჩვენს გონიერ ადამიანად ყოფნას ვერ ეგუებამას მონა სჭირდება – გულმოდგინეხარისხიანი მონამას არ სჭირდება თავისუფლების მოსწრაფე გონიერი ადამიანითორემ მონა და  მომსახურე პერსონალი უბრალოდ საჭირო კი არა, აუცილებელიც კია.

ჩვენ კი რას ვაკეთებთ ამ დროს – სწორედ იმ წისქვილზე ვასხამთ წყალსრომელიც დოლაბებს ჩვენსავე გასანადგურებლად იქნევს და მტერს მორჩილი გოშიებივით თავიანთ ენაზე ვეგებებით მაღაზიებსა თუ რესტორნებში.

ტყუილად არ არის ასეთი შეუვალი და რადიკალური უკრაინელი ხალხი ამ საკითხში. ის თავის ქვეყანაში რუსს რუსულად არ ელაპარაკება და საერთოდაც ცდილობს, უკიდურესი აუცილებლობის გარეშე ოკუპანტის ენა აღარ გამოიყენოს.

ამიტომაც არისრომ ყაზახეთის პრეზიდენტიც კი (ცოტა ხნის წინ ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოშისადაც პუტინი ყაზახეთს მოძმე ერად ასახელებს და ამბობსრომ მათ უკვე ენაც კი საერთო აქვთპუტინს ყაზახურად პასუხობსანუ ირიბად ეუბნება – არაგენაცვალეჩვენ ეგრეც არ დაგვიკარგავს იდენტობაარ ავთქვეფილვართ რუს ხალხში და ჯერ ისევ სხვა ერი ვართოდა ამას ეუბნება პუტინს იმ ქვეყნის პრეზიდენტირომელიც ჯერ ისევ რჩება (არ აქვს მნიშვნელობა მიზეზებსრუსეთის ძლიერი გავლენის ქვეშ

ნათია ორმოცაძე

წყარო