მამამ 7 წლის შვილი ფუძიამას მთაზე მარტო დატოვა, რათა გზა უფროს ვაჟთან ერთად გაეგრძელებინა – იაპონიაში მომხდარი შოკისმომგვრელი ამბის დეტალები

ია­პო­ნი­ა­ში, პო­ლი­ცი­ამ მამა მკაც­რად გა­კი­ცხა მას შემ­დეგ, რაც მან თა­ვი­სი შვი­ლი ქვეყ­ნის უმაღ­ლეს მთა­ზე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით სრუ­ლი­ად მარ­ტო, მხო­ლოდ გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი სასმლი­თა და წა­სა­ხემ­სებ­ლით და­ტო­ვა.

7 წლის ბი­ჭუ­ნა ნის­ლი­ან და წვი­მი­ან ამინ­დში, ზღვის დო­ნი­დან 2 000 მეტრზე მეტ სი­მაღ­ლე­ზე, სკამ­ზე მჯდო­მი იპო­ვეს. რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, 48 წლის მა­მამ შვილს მას შემ­დეგ უთხრა “აქ და­მე­ლო­დე“, რაც ბიჭ­მა დაღ­ლი­ლო­ბის გამო წუ­წუ­ნი და­ი­წყო, თა­ვად კი გზა უფ­როს ვაჟ­თან ერ­თად მწვერ­ვა­ლის­კენ გა­ნაგ­რძო.

  • 8-სა­ა­თი­ა­ნი ლო­დი­ნი სად­გურ­თან

ბავ­შვი მთის თავ­შე­საფ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სა­ფეხ­მავ­ლო მარ­შრუ­ტის მე­ექ­ვსე სად­გურ­თან ახ­ლოს იპო­ვეს და პო­ლი­ცი­ას შე­ა­ტყო­ბი­ნეს. ბავ­შვის მა­მას კი მეშ­ვი­დე და მერ­ვე სად­გუ­რებს შო­რის მი­აკ­ვლი­ეს, რაც ბი­ჭის ად­გილ­სამ­ყოფ­ლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 3 სა­ა­თის სა­ფეხ­მავ­ლო სა­ვალ­ზეა.

ბი­ჭუ­ნა ხუთ­შა­ბათს, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით დი­ლის 07:30 სა­ათ­ზე სრუ­ლი­ად მარ­ტო იპო­ვეს. 8-სა­ა­თი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ ბავ­შვი საკ­მა­ოდ “დაღ­ლი­ლი და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი“ იყო. პო­ლი­ცი­ის ოფიც­რებ­მა მამა მას შემ­დეგ გა­კი­ცხეს, რაც ის ზედა სად­გუ­რი­დან დაბ­რუნ­და და შვილს შე­უ­ერ­თდა.

“იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ მცი­რე­წლო­ვან­მა მთა­ზე ერ­თად ას­ვლა­ზე უარი თქვა, ბავ­შვის და­ტო­ვე­ბა მა­ინც მი­უ­ღე­ბე­ლია“, – გა­ნა­ცხა­და ერთ-ერ­თმა პო­ლი­ცი­ელ­მა. მა­მამ თა­ვი­სი ნაჩ­ქა­რე­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამო ბო­დი­ში მო­ი­ხა­და.

  • სა­ში­ში მარ­შრუ­ტი და ფუ­ძი­ა­მას სხვა შემ­თხვე­ვე­ბი

ოჯა­ხი ფუ­ძი­ა­მას მთა­ზე ფუ­ძი­ნო­მი­ას მარ­შრუ­ტით მი­დი­ო­და, რო­მე­ლიც მე­ხუ­თე სად­გუ­რი­დან იწყე­ბა და სა­დაც მის­ვლა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. სა­ფეხ­მავ­ლო გი­დე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ით, ამ წერ­ტი­ლი­დან მწვერ­ვა­ლამ­დე ას­ვლას და­ახ­ლო­ე­ბით 5 სა­ა­თი, ხოლო უკან ჩა­მოს­ვლას კი­დევ 3 სა­ა­თი სჭირ­დე­ბა.

ფუ­ძი­ა­მა, რომ­ლის სი­მაღ­ლეც 3 776 მეტ­რია, ბოლო წლებ­ში არა­ერ­თი ინ­ცი­დენ­ტის ად­გი­ლი გახ­და. მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ლის­ში, 99 წლის ქა­ლის გა­დარ­ჩე­ნა გახ­და სა­ჭი­რო, რო­მე­ლიც მთა­ზე ას­ვლი­სას წა­იქ­ცა და თეძო და ზურ­გი და­ი­ზი­ა­ნა.

გა­სულ წელს კი, 27 წლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი, რო­მე­ლიც მთა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი სე­ზო­ნის მიღ­მა ავი­და, ოთხ დღე­ში ორ­ჯერ გა­და­არ­ჩი­ნეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ის მთა­ზე უკან და­კარ­გუ­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის სა­ძებ­ნე­ლად დაბ­რუნ­და.

ფუ­ძი­ა­მა, რო­მე­ლიც ტო­კი­ოს სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე­ობს, მოქ­მე­დი ვულ­კა­ნია, რო­მელ­საც 2013 წელს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა. იგი ია­პო­ნი­ის სამი ტრა­დი­ცი­უ­ლი “წმინ­და მთი­დან“ ერთ-ერ­თია, მთებ­თან – ტა­ტე­სა და ჰა­კუს­თან ერ­თად.

ყო­ველ­წლი­უ­რად მთა­ზე ას­ვლას და­ახ­ლო­ე­ბით 200 000 ადა­მი­ა­ნი ცდი­ლობს. თუმ­ცა, გა­დატ­ვირ­თუ­ლო­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, ზო­გი­ერთ მარ­შრუტ­ზე ყო­ველ­დღი­უ­რი ლი­მი­ტე­ბი მოქ­მე­დებს.

წყა­რო