მოქალაქე ნათია გაბრავა:
ზურა ხაჩიძის შვილს, ანასტასიას, თურმე NYU Stern School of Business-ში ჩაუბარებია და ყველა ქოცური გვერდი ამ ამბავს ატრიალებს.
NYU Stern School of Business (ნიუ-იორკის უნივერსიტეტის შტერნის ბიზნესის სკოლა) არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და წამყვანი ბიზნეს სკოლა, რომელიც ნიუ-იორკის უნივერსიტეტის (NYU) შემადგენლობაში შედის.
შტერნის ბიზნეს სკოლა მუდმივად ხვდება აშშ-ისა და მსოფლიოს საუკეთესო ბიზნეს სკოლების ათეულებში.
მე მაინტერესებს, ესენი თავიანთ შვილებს უძვირფასეს განათლებას რომ აძლევენ, უძვირფასეს უნივერსიტეტებში უშვებენ ევროპასა და ამერიკაში, თქვენს შვილებს რუსეთისკენ რატომ მიაქანებენ? თუ ასეთი კარგია რუსეთი, ანასტასიას ვერ ჩააბარებინა ზურამ Высшая школа бизнеса МГУ-ში, მაგალითად?! 
აა, ხომ თქვენ სუპი გაქვთ და სუპსა სჭამთ, სანამ ქოცები დედა-ბუდიანად დამდიდრდნენ და ცხოვრება აიწყვეს.




