ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, განათლების ექსპერტი მანანა რატიანი:
გეორგიევსკის ტრაქტატის შეფასება კობახიძის და სხვათა მიერ გავს საკლასო აქტივობას, როცა ბავშვებს სთხოვენ მოსაზრების გამოთქმას ისე, რომ სახელმძღვანელოდან მხოლოდ 1 წყარო აქვთ წაკითხული, ან საერთოდ, წაუკითხავად ვიღაცის აზრს იმეორებენ.
პოსტი რომ ემოციური არ გამომივიდეს, რაც ჩემ დაჯარიმებას, ან დაპატიმრებას გამოიწვევს, ივანე ჯავახიშვილის შეფასებით შემოვიფარგლები: „1783 წლის ხელშეკრულებას საქართველოსთვის სარგებლობა არა მოუტანია რა, ზიანი კი – აუარებელი. პოლიტიკური მდგომარეობა გაუმჯობესების მაგიერ საშინლად გაუარესდა. ხმა ამ ელშკრულებისა და რუსეთის სახელმწიფოს მფარველობას დიდი ჰქონდა, საქმით კი ძალიან მცირედი იყო ის დახმარება, რომელიც რუსეთის მხრით საქართველოს აღმოეჩინა“




