არქივი14 ივლისი, 2026, 00:12
ნინო წილოსანმა ნახევარ მილიონ დოლარად იყიდა ბინა და ავტოფარეხი კორპუსში, რომელმაც მთაწმინდაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - ტვერელის ეკლესია დაჩრდილა

ნინო წილოსანმა ნახევარ მილიონ დოლარად იყიდა ბინა და ავტოფარეხი კორპუსში, რომელმაც მთაწმინდაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - ტვერელის ეკლესია დაჩრდილა - ინფორმაციას სტუდია მონიტორი ავრცელებს და წერს, რომ წილოსანმა ბინაში $470 000, ავტოფარეხში კი $20 000 გადაიხადა. ცნობილია, რომ აღნიშნული კორპუსის მშენებლობას წლების მანძილზე აპროტესტებდნენ ხელოვნებათმცოდნეები, კულტუროლოგები და მოქალაქეები, ვინაიდან ახალი მასშტაბური ნაგებობა ფარავდა წმ. მიხეილ ტვერელის სახელობის ეკლესიას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.