არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

“მინდა გამოვეხმაურო ბატონ გიორგი ჩახუნაშვილის დაპატიმრებას და 5 წლის მისჯის თემას.
მე არ ვარ იურისტი და ვერ შევალ იურიდიულ პოლემიკაში.
თუმცა ჩვენი კოლეგა, რომელიც ათწლეულია ემსახურება თავის პაციენტებს და განსაკუთრებით ბავშვებს, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობით და სამშობლოსადმი უდიდესი სიყვარულით, რაშიც იმედია ეჭვი არავის ეპარება, უნდა გახდეს ჩემი აზრით, თუ დადასტურდა, არაპროპორციული დევნის ობიექტი. იმ დროს როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს.
იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს.
პირადად მე, მზად ვარ, ბატონი გიორგის საპყრობილიდან გამოშვებას ფინანსურად თუ სხვა სახით მხარი დავუჭირო” – წერს სოციალურ ქსელში თბილისის გულის ცენტრის დირექტორი არჩილ ჩუხრუკიძე.
🔴 19 ივნისს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 7 ბრალდებული დამნაშავედ ცნო. მათგან ექვსს – მათ შორის, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს, ზაქრო ალბუთაშვილსა და დავით სტურუას 5-5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ია დარახველიძეს კი 5 წელი. 72 წლის ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს