ტრაგედია თბილისის მეტროში: რას ჰყვებიან ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალებაზე თვითმხილველები – “ბარიატრია ჰქონია გაკეთებული… მეგობრები ახლდნენ”

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და წუ­ხელ თბი­ლი­სის მეტ­რო­ში. მეტ­რო­სად­გურ “სამ­გორ­ში” 30-წლამ­დე ასა­კის ქალი გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ქალი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გახ­და შე­უძ­ლოდ, ად­გილ­ზე მო­ვი­და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფიც, თუმ­ცა ახალ­გაზ­რდას გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

  • რო­გორც ტრა­გე­დი­ის შემ­სწრე ადა­მი­ა­ნე­ბი ჰყვე­ბი­ან, გო­გო­ნას თან ახ­ლდნენ მე­გობ­რე­ბი და ამ­ბობ­დნენ, რომ ახალ­გაზ­რდას რამ­დე­ნი­მე თვის წინ ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ოპე­რა­ცია ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი.

“შე­ვეს­წა­რი და ახ­ლაც ვერ მოვ­დი­ვარ აზ­რზე… მა­ტა­რებ­ლის ვა­გონ­ში უეც­რად ტე­ლე­ფო­ნი გა­უ­ვარ­და ხე­ლი­დან და და­ე­ცა, სამ­გო­რის მეტ­როს სად­გურ­ზე რა არ უკე­თეს ერთ სა­ათ­ზე მეტი სას­წრა­ფოს ექი­მე­ბი მისი გუ­ლის ასა­მუ­შა­ვებ­ლად ბო­ლომ­დე იბ­რძოდ­ნენ, მაგ­რამ ვე­რა­ფერს გახ­დნენ, გული გა­უ­ჩერ­და საბ­რა­ლოს .ყვე­ლა პულ­სის შკა­ლას ვუ­ყუ­რებ­დით მო­ნი­ტორ­ზე, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დით, ზოგი ლო­ცუ­ლობ­და ზოგი ტი­რო­და არა­ფე­რი გა­მო­ვი­და წა­მი­ე­რად გარ­და­იც­ვა­ლა სა­წყა­ლი.

მე­გო­ბა­რი გო­გო­ნე­ბი ახ­ლდნენ თან. მათ თქვეს, რომ რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­ი­კე­თა კუ­ჭის ოპე­რა­ცი­აო. სა­ში­ნე­ლე­ბა იყო” – ჰყვე­ბი­ან თვითმხილ­ვე­ლე­ბი.

რო­გორც -ში აცხა­დე­ბენ, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.