თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)

ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი:
ბოლნისის სიონი!!!!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება?
მსოფლიო სულ უფრო ხშირად იყენებს ისტორიული ძეგლების დაცვის პრევენციულ მეთოდებს, რის საშუალებასაც თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები იძლევა. ამის საუკეთესო მაგალითია HBIM სისტემა — ძეგლის ციფრული მოდელი, რომელსაც თავად ობიექტზე დამონტაჟებული 1000-მდე სენსორი უწყვეტ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას.
მონაცემთა გადაცემა: ძეგლზე განთავსებული სენსორები მუდმივად ზომავენ ტრანსპორტის, მეტროსა და სეისმურ ვიბრაციებს, რაც მომენტალურად აისახება 3D მოდელზე.
სტრუქტურული ანალიზი: ალგორითმები აკონტროლებენ ბზარების დინამიკასა და კედლების დახრილობას, რითაც წინასწარ ვლინდება კონსტრუქციის “სუსტი წერტილები”.
პრევენციული რეაგირება: მიღებული მონაცემები საშუალებას იძლევა, ჩატარდეს წერტილოვანი გამაგრებითი სამუშაოები მანამ, სანამ დაზიანება კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს.
ეს ვიდეო გუშინ არის გადაღებული (გუშინ მომაწოდეს). კადრებში ჩანს V საუკუნის ქართული სასულიერო არქიტექტურის საეტაპო ძეგლი, ბოლნისის სიონი. ველურები ვართ, ნამდვილი ველურები!
სავარაუდოდ, კულტურის სამინისტრო და შესაბამისი სააგენტო კვლავ იტყვიან, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ, ზუსტად ისე, როგორც ყინწვისში „მეტლახის“ დაგებისას მოხდა. ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული.
ხელისუფლებისთვის საპატრიარქოსთან დაპირისპირება არაფრად ღირს -მათთვის მთავარი სკამია, რომლის შენარჩუნებისთვისაც ეკლესიასთან ლოიალობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. დანარჩენი კი, მათ შორის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობაც, წყალსაც წაუღია.