“ჯერ შემამოწმეს ალკოტესტზე, რომელიც არ დადასტურდა. ამ დროს მოვიდა რამდენიმე პოლიციელი და პაატას უთხრა რომ გადმოსულიყო მანქანიდან. იქვე დააკავეს, შეურაცხყოფა მოგვაყენაო. ჩემი თანდასწრებით ასეთი არაფერი გამიგია. შემდეგ მოვიდა კიდევ გამომძიებელი და მითხრა, რომ ნარკოტესტზე უნდა შევემოწმებინე. მოიტანეს ნარკოტესტი, შემამოწმეს, დიდხანს არ დაბრუნდნენ, თითქმის ნახევარი საათი. შემდეგ მობრუნდნენ და მითხრეს, რომ დადებითია ტესტიო, ამფეტამინზე. გადმომიყვანეს ნარკოლოგიურში, შემამოწმეს დეტალურად, მაგრამ არ დადასტურდა ამ ეტაპზე. იმ ანალიზებით, რაც ჩავაბარე, არ დადასტურდა. მაგრამ ამას თან სდევს მთელი ის პროცედურა – თითის ანაბეჭდები, ფოტოს გადაღება, პერსონალური მონაცემების გამოთხოვა და ეს რას ემსახურება არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, იქვე შეიძლებოდა მეორე ტესტის გამოყენება, მით უმეტეს, როდესაც ოჯახთან ერთად ვიყავი. ახლა გადააგზავნეს კიდევ დამატებით ნერწყვი საკვლევად, სხვა ბიოლოგიური მასალა და წესით არ უნდა დადასტურდეთ. მე არასდროს არ მომიხმარია”. – თქვა დავით ჩხეიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცნობისთვის, შსს-მ სამოქალაქო აქტვისიტები დავით ჩხეიძე და პაატა ალავერდაშვილი აქციის შემდეგ დააკავა.




