ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

6 თვეში თავისუფლების აღკვეთა 2 115 პირს მიესაჯა – ბოლო 12 წლის სტატისტიკა

2024 წლის 6 თვეში მსჯავრი 9.193 ადამიანს დაედო, მათ შორის 2 115-ს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მონაცემებზე დაყრდნობით საქსტატი ავრცელებს.
პირობითი მსჯავრი მიესაჯა 4 731-ს, ჯარიმა 1 837, განაჩენის აღსრულება გადაედო 8 პირს, 446-ს კი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დაევალა.
შეეხება 2024 წლის 6 თვეში მსჯავრდებულთა რიცხოვნობას დანაშაულის სახეების მიხედვით, (9 193 მსჯავრდებული)
35 – განზრახ მკვლელობა 37 – განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში 53 – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება 20 – გაუპატიურება 96 – ძარცვა 48 – ყაჩაღობა 1 409 – ქურდობა 1639 – ნარკოტიკების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება 22 – ხულიგნობა 267 – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა 5567 – სხვა დანაშაული
· 35 – განზრახ მკვლელობა
· 37 – განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში
· 53 – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება
· 20 – გაუპატიურება
· 96 – ძარცვა
· 48 – ყაჩაღობა
· 1 409 – ქურდობა
· 1639 – ნარკოტიკების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება
· 22 – ხულიგნობა
· 267 – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა
· 5567 – სხვა დანაშაული
გასული 12 წლის სტატისტიკა:
2012 წელი – 10 922 მსჯავრდებული (4 406 თავისუფლების აღკვეთა, 5 305 პირობითი) 2013 წელი – 15 166 მსჯავრდებული (4 264 თავისუფლების აღკვეთა, 8 639 პირობითი) 2014 წელი – 16 776 მსჯავრდებული (5 949 თავისუფლების აღკვეთა, 7 581 პირობითი) 2015 წელი – 15 139 მსჯავრდებული (4 442 თავისუფლების აღკვეთა, 6 922 პირობითი) 2016 წელი – 15 640 მსჯავრდებული (3 828 თავისუფლების აღკვეთა, 6 730 პირობითი) 2017 წელი – 14 517 მსჯავრდებული (3 559 თავისუფლების აღკვეთა, 6 461 პირობითი) 2018 წელი – 15 846 მსჯავრდებული (3 964 თავისუფლების აღკვეთა, 7 740 პირობითი) 2019 წელი – 16 748 მსჯავრდებული (3 885 თავისუფლების აღკვეთა, 8 291 პირობითი) 2020 წელი – 12 980 მსჯავრდებული (3 336 თავისუფლების აღკვეთა, 6 556 პირობითი) 2021 წელი – 15 412 მსჯავრდებული (3 502 თავისუფლების აღკვეთა, 8 424 პირობითი) 2022 წელი – 18 850 მსჯავრდებული (4 128 თავისუფლების აღკვეთა, 9 785 პირობითი) 2023 წელი – 18 547 მსჯავრდებული (4 127 თავისუფლების აღკვეთა, 9 603 პირობითი)
2024 წლის I-II კვარტალში მსჯავრდებულთაგან 8 632 კაცია და 561 ქალი. ასაკის მიხედვით კი მსჯავრდებულთაგან 236 პირი 14-17 წლისაა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი 30-49 წლის ასაკობრივ ჯგუფშია – 4 927 პირი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.