ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ხვიჩა ჭკვიანია და დე ლაურენტისი მის შესანარჩუნებლად ორ-სამ კედელს აღმართავს" - იტალიელი ჟურნალისტი

Il Roma-სა და Ottopagine-ს ჟურნალისტმა ჯოვანი სკოტომ OttoChannel-ის ეთერში "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა:
"ანტონიო კონტეს "ნაპოლის" მწვრთნელად დანიშვნა შესაძლებელია. მხარეებს შორის კონტაქტები ოქტომბერსა და ნოემბერში შედგა, როდესაც რუდი გარსია სამუშაოდან დაითხოვეს. ეს აბსურდული არაა, რადგან აურელიო დე ლაურენტისმა კარლო ანჩელოტი მაშინ ჩამოიყვანა, როცა ყველას შეუძლებლად მიაჩნდა.
გარემოებები მსგავსია და კონტე კარგ პროექტს დათანხმდება, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელებზე და ნეაპოლში მისაღებ პირობებზე იქნება დაფუძნებული. ის საუკეთესო კანდიდტურაა. როგორც არ იყო ხელფასი პრობლემა ანჩელოტისთვის, ასევე არ იქნება კონტესთვის, თუნდაც 10 მილიონ
ევროზე იყოს ლაპარაკი. რამ შეიძლება ანტონიო შეაფერხოს? ეს დე ლაურენტისის მიერ შექმნილი გარემოცვაა, მას საქმებში ჩაურევლობა დასჭირდება.
ამას გარდა, იდეის განსახორციელებლად შესაბამისი მოთამაშეებია აუცილებელი. კონტე აურელიოსთვის პირველი არჩევანია. მე მისი დანიშვნის მომხრე ვარ და საინტერესო იქნება ვნახოთ, რას შეუძლია აქ ძლიერ გუნდთან ერთად მიაღწიოს. ევროტურნირების გარეშე დარჩენა შეიძლება იმ ფეხბურთელთათვის დამაბრკოლებელი ფაქტორი აღმოჩნდეს, რომელთაც გადმოსვლა სურთ. ასე რომ, ევროტურნირებზე გასასვლელად ყველაფერი უნდა გააკეთონ. პარადოქსია, მაგრამ ჩემი სურვილი კონფერენს ლიგაზე მონაწილეობაა, რამეთუ გამარჯვების მეტი შანსი არსებობს. ჩაგდებული სეზონის შემდეგ, წარმატება სტიმულის მიმცემი იქნება.
კვარაცხელია "ბარსელონაში"? ქართველის გადასწყვეტია, მას ჯერ გაშვება არ უთხოვია. დაველოდოთ ამ მნიშვნელოვან, დაპირებულ კონტრაქტს. ეს თითქმის ოსიმენთან შეთანხმების მსგავსია, რომელიც პსჟ-ში უნდა გადაბარგდეს. ვნახოთ, რამდენად მისაღები წინადადებით მიმართავენ და როგორი იქნება ხვიჩას მოთხოვნა. "კვარას" კარიერის "ნაპოლიში" გაგრძელების სურვილი აქვს, ჭკვიანი, შორსმჭვრეტელი და კარგად დარიგებულია, ურჩევნია მთვარი როლის შემსრულებელი აქ იყოს, ვიდრე მეორე პლანზე "დიდ ევროპაში" იმყოფებოდეს. ამჟამად აღნიშნულ საკითხში არანაირი საფრთხე არ არსებობს და ნებისმიერ შემთხვევაში დე ლაურენტისი მზადაა მის შესანრჩუნებლად ერთი კი არა, ორი-სამი კედელი აღმართოს".

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.