"კონტე ნეაპოლში სახლს ეძებს, პოლიტანოსაც გაესაუბრა და ამ ორი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობასაც შეუდგა" - რა ინფორმაციას ავრცელებს იტალიელი ჟურნალისტი?
ანტონიო კონტე, დიდი ალბათობით, "ნაპოლის" წინადადებას დათანხმდება და მომდევნო სეზონში "პარტენოპეის" გაწვრთნის. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი მასიმო სპარნიელი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, კონტე პოზილიპოში უკვე სახლს ეძებს და "ნაპოლის" ფეხბურთელ მატეო პოლიტანოსაც გაესაუბრა, რათა ქალაქის შესახებ მეტი ინფორმაცია მიეღო.
მეტიც, ანტონიო დეიან კულუშევსკის (ტოტენჰემი) და მარტინეს კუარტასაც (ფიორენტინა) დაუკავშირდა. სპარნიელის მტკიცებით, ანტონიოს ერთი სული აქვს, როდის შეუდგება საქმეს და "ნაპოლიში" მუშაობის დაწყებას მოუთმენლად ელოდება.
შეგახსენებთ, ბოლოს კონტე "ტოტენჰემს" წვრთნიდა, საიდანაც მას შემდეგ დაითხოვეს, რაც "საუთჰემპტონთან" მარცხის შემდეგ პრესკონფერენციაზე საკუთარ
ფეხბურთელებს "ეგოისტები" უწოდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.