ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შაკირამ გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე შეთანხმებას მიაღწია - მომღერალს პატიმრობის ნაცვლად €7.3 მლნ ჯარიმის გადახდა მოუწევს

შაკირამ ესპანეთში გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე პროკურატურასთან შეთანხმება მიაღწია. საპროცესო შეთანხმება, რომელზედაც მომღერალი დათანხმდა, სამ წლიან პატიმრობას ითვალისწინებდა, მაგრამ ვადა 7.3 მილიონი ევროს ოდენობით ჯარიმით შეიცვლება, იუწყება La Vanguardia.
ბარსელონაში სასამართლო სხდომა, რომელზედაც შაკირამ შეთანხმების შესახებ გამოაცხადა, დაახლოებით 5 წუთი გაგრძელდა, აღნიშნავს გამოცემა.
მანამდე მას საგადასახადო დანაშაულისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და 23,8 მილიონი ევროს ჯარიმა ემუქრებოდა. გამომძიებლების თქმით, 2012-დან 2014 წლამდე შაკირამ, რომელიც იმ დროს ბარსელონაში ცხოვრობდა, 14,5 მილიონი ევრო ვერ გადაიხადა, პროკურატურა მიიჩნევს, რომ მან ფული ყალბი კომპანიების მეშვეობით გამოიტანა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.