არქივი21 ნოემბერი, 2023, 18:25
ღარიბაშვილმა მასწავლებლებისთვის ანაზღაურების გაზრდა გადაიფიქრა | მოტყუებული პედაგოგები პრემიერის წინააღმდეგ
მოტყუებული პედაგოგები. მასწავლებლები ხელისუფლებას პირობის შესრულებას და ღირსეულ ანაზღაურებას სთხოვენ. შექმნილია პეტიციაც, რომელსაც უკვე 6 ათასზე მეტი ხელმოწერა აქვს. პედაგოგის ანაზღაურების 500 დან 700-ს ლარამდე მატება პრემიერ მინისტრმა მასწავლებლის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე დაანონსა, თუმცა ახლა ირკვევა, რომ ხელფასი არა იანვარში, არამედ სექტემბერში გაიზრდება, დანამატი კი დაპირებულზე ნაკლები იქნება.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.