ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქუთაისში ანრი ჯოხაძის კონცერტი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

ქუთაისში ანრი ჯოხაძის კონცერტი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

ქუთაისში ანრი ჯოხაძის კონცერტი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. მესხიშვილის თეატრთან, სადაც კონცერტი მიმდინარეობს, აქტივისტები შეიკრიბნენ.
მათ კონცერტზე მისული მსმენელი შეძახილებით: „მონებო, მოღალატეებო“ შეაცილეს.
აქციის მონაწილეების თქმით, ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის ფონზე ანრი ჯოხაძის კონცერტი არ უნდა ჩატარებულიყო.
ქუთაისში პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეები ყოველდღე მერიასთან იკრიბებიან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.