ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქოჩორაშვილმა გაიტანა - "ლევანტემ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

ქოჩორაშვილმა გაიტანა - "ლევანტემ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

სეგუნდა დივიზიონის მეცხრამეტე ტურში „ლევანტე“ საკუთარ მოედანზე „კორდობას“ დაუზავდა - 2:2.
პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა, შესვენების შემდეგ სტუმრები ზინედინ ზიდანის შვილმა, თეომ დააწინაურა, მალე ხოსე ლუის მორალესმა ანგარიში გაათანაბრა, მერე გიორგი ქოჩორაშვილმა პენალტით მასპინძლები წინ გაიყვანა, კომპენსირებულ დროში კი ჯაკობო გონსალესმა თერთმეტმეტრიანით თანაფარდობა აღადგინა.
ქოჩორაშვილი 85-ე წუთზე შეცვალეს. მისი თამაში flashscore-მ 7.6 ქულით შეაფასა, ხოლო sofascore-მ 7.5 ქულით. გიორგიმ მიმდინარე ჩემპიონატზე ჩატარებულ 16 მატჩში 4-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
„ლევანტეს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 30 ქულით მეოთხე ადგილზეა და 17
დეკემბერს სტუმრად „ალბასეტეს“ დაუპირისპირდება.
ლევანტე - კორდობა 2:2
გოლები: 0:1 ზიდანი (46), 1:1 მორალესი (56), 2:1 ქოჩორაშვილი (72, პენ), 2:2 გონსალესი (90+4, პენ)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.