ფუტსალის ნაკრები ჩეხეთთან მატჩებისთვის ემზადება

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ჩეხეთის წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება.
7 სექტემბერს, ავთანდილ ასათიანის გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში თამაშების მასპინძელ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართა. საწვრთნელ პროცესში 15 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
საქართველო – ჩეხეთის მატჩები 8 და 10 სექტემბერს გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: ალი ასლანი (კსუ), ბექა გოგსაძე (კსუ), გიგი ლომაია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი)
წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (პსპ), არჩილ სებისკვერაძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ირაკლი თოდუა (პსპ), ვახტან ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ლევან სვანიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (კსუ), ვანო ბექაური (არმია), ჯანიკო გიორგაია (კსუ), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი)
NAKREBI.GE