ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფრანკფურტში, საქართველოს საკონსულოსთან აქცია იმართება

ფრანკფურტში, საქართველოს საკონსულოსთან აქცია იმართება

საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გერმანიაში მცხოვრები ქართველები სოლიდარობას უცხადებენ.
ფრანკფურტში, საქართველოს საკონსულოსთან მთელი დღეა აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გამო პროტესტის დასაფიქსირებლად მიდიან. მათ ადგილზე გამოფენილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
„არა რუსულ რეჟიმს“, „პუტინის მონები“, „საქართველოს მთავრობა არის კრიმინალი“, „ჩვენ გვინდა ევროპა“ - ამ ლოზუნგებით მოქალაქეები სოლიდარობას უცხადებენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მიმდინარე აქციის მონაწილეებს და ხელისუფლებისგან ევროპული გზით სვლას მოითხოვენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.