ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფონსეკას ბედი დერბიზე გადის - "მილანს" შესაძლოა, მალე ყოფილი მწვრთნელი დაუბრუნდეს

ფონსეკას ბედი დერბიზე გადის - "მილანს" შესაძლოა, მალე ყოფილი მწვრთნელი დაუბრუნდეს

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, "მილანის" მთავარი მწვრთნელის, პაულო ფონსეკას ბედი დერბი "დელა მადონინაზე" გადის.
თუ "როსონერი" 22 სექტემბერს ნომინალური სტუმრის რანგში "ინტერთან" დამარცხდება, პორტუგალიელს გაათავისუფლებენ.
უკვე დასახელდა ის სპეციალისტები, რომლებმაც შესაძლოა, ფონსეკა ჩაანაცვლონ. საინტერესოა, რომ "მილანის" დამრიგებლად შესაძლოა, დაბრუნდეს მასიმილიანო ალეგრი.
დი მარციოს ცნობით, "როსონერიში" ედინ ტერზიჩს, მაურისიო სარისა და თომას ტუხელსაც განიხილავენ.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.