ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი - ვერსია, რომ მოსკოვის ოლქში ტერაქტის შემსრულებლები უკრაინის მიმართულებით გაქცევას ცდილობდნენ, კრიტიკას ვერ უძლებს

ვერსია, რომ მოსკოვის ოლქში ტერაქტის შემსრულებლები უკრაინის მიმართულებით გაქცევას ცდილობდნენ, არანაირ კრიტიკას არ უძლებს, - ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა.
„ამისთვის საჭირო არაა უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი იყო. ორ წელზე მეტია გრძელდება სრულმასშტაბიანი ომი, საზღვრის მიმდებარე ტერიტორიები სავსეა მტრის სამხედროებით, სპეცაგენტებით, სპეცსამსახურების წარმომადგენლებით, ძალოვნებით. საზღვრის ხაზი დანაღმულია, დაკვირვება ხორციელდება ყველა საშუალებით, მათ შორის აეროდაზვერვით, ორივე მხრიდან. ისეთი ოლქები, როგორც ბელგოროდისა და კურსკის, ახლა საერთოდ აქტიური საბრძოლო ქმედებების ზონაა ბოლო მოვლენების შემდეგ. და, რა თქმა უნდა, ეს ვერსია არანაირ კრიტიკას არ უძლებს. ეს ყველას ესმის მსოფლიოში, გარდა, ალბათ, რუსეთის დაზომბებული მოსახლეობისა”, - განაცხადა იუსოვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს საკუთარ ტერიტორიაზე ტერაქტების ორგანიზების ისტორია აქვთ.
„ახლა ყველა ნიშანი არსებობს იმისა, რომ რუსეთის სპეცსამსახურების სწორედ ასეთ აქტივობასთან გვაქვს საქმე. შემდეგ, საკმაოდ სავარაუდოა, იქნება ისტერიის გამძაფრება, გამკაცრება და სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების თუნდაც ფორმალური ნარჩენების ლიკვიდაცია”, - განაცხადა იუსოვმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.