"ტაქსის მძღოლი იყო. ოთხი შვილი დარჩა..."
რუსთავის ბაზრობაზე შეიარაღებული პირი შეიჭრა და 4 ადამიანი მოკლა. ერთ-ერთი მათგანი, ტაქსის მძღოლი, პაატა მჭედლიძეა.
„პაატა მჭედლიძე, ტაქსის მძღოლი იყო. 4 შვილი დარჩა, მეუღლე თვითონ სტამბულის ბაზარში მუშაობდა“,- ამბობს ოჯახის ახლობელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ში შემოვიდა შეტყობინება, ქალაქ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე განხორციელებული სროლის თაობაზე. შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები.
დადგინდა, რომ ბაზრის ტერიტორიაზე რამდენიმე გასროლა განახორციელა 1988 წელს დაბადებულმა გ.ო.- მ.
სროლის შედეგად მოკლულია ოთხი პირი, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებულის ბიძაა, რომელიც აღნიშნულ ბაზარში იყო დასაქმებული. ხოლო დაჭრილია ერთი პირი, ბრალდებულის ბიძაშვილი.
დაჭრილი საავადმყოფოში არის მოთავსებულები, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
სამართალდამცველებმა გ.ო. შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.