ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“როდესაც ჩემი შვილი დავკრძალე და მეუღლე რეანიმაციაში უმძიმეს მდგომარეობაში მყავდა, ზუსტად იმ დღეს ნათლობა მქონდა დაგეგმილი” – მამა შალვა კეკელია

· 36
თბი­ლი­სის ვა­კის მა­ცხოვ­რის ფე­რის­ცვა­ლე­ბის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რი მამა შალ­ვა კე­კე­ლია თა­ვი­სი სა­ე­რო ცხოვ­რე­ბის, ოჯა­ხის, პატ­რი­არ­ქთან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და უდი­დე­სი წი­ნაპ­რის, ამ­ბრო­სი ხე­ლა­ი­ას შე­სა­ხებ გა­ზეთ “კვი­რის პა­ლიტ­რას” ესა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენ­ტებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:
– ბავ­შვო­ბის წლე­ბი ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იყო, ოთხი ძმა ვართ და ოჯახ­ში ყვე­ლა თა­ო­ბა ერ­თად ვცხოვ­რობ­დით – დედა, მამა, ბე­ბია და ბა­ბუა. ბე­ბი­ის სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი, ბა­ბუ­ის და­რი­გე­ბე­ბი, მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ჩემ­ზე ძა­ლი­ან და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბო­და, თა­ნაც მისი სა­ხე­ლი მქვია, სულ ბა­ბუს­თან ერ­თად ვი­ძი­ნებ­დი და ბევრ რა­მეს მიყ­ვე­ბო­და. იყ­ვნენ მე­ო­რე ბე­ბია-ბა­ბუა – დე­დას მამა, სტე­ფა­ნე ხე­ლა­ია, და ნუნუ ბე­ბია. ისი­ნიც ჩვენ­თან ახ­ლოს ცხოვ­რობ­დნენ. დიდ სით­ბო­სა და სიყ­ვა­რულ­ში გა­ვი­ზარ­დე. დღეს ისი­ნი ამ­ქვეყ­ნად აღარ არი­ან, მაგ­რამ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ზე დიდი კვა­ლი და­ტო­ვეს.
მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მშო­ბელ­მა შვი­ლე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან არ უნდა გა­მო­არ­ჩი­ოს, რაც, სამ­წუ­ხა­როდ, ხდე­ბა ხოლ­მე – ერთ შვილს უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭე­ბენ და მე­ო­რეს აკ­ნი­ნე­ბენ. მშო­ბე­ლი ბავ­შვს ეუბ­ნე­ბა, შენი და ან ძმა შენ გჯო­ბია, უკეთ იქ­ცე­ვაო, და ამით მის პი­როვ­ნე­ბას ძა­ლი­ან თრგუ­ნავს. არც ისაა სწო­რი, შე­ნიშ­ვნა არ მის­ცე, თუ რა­ი­მეს აშა­ვებს და არც მუდ­მი­ვად დათ­მო­ბა. ოქ­როს შუ­ა­ლე­დი უნდა მო­ძებ­ნო. ბევ­რი ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს, რამ­დე­ნად დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა, მე­გობ­რებს უფრო ანი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას, რაც არას­წო­რია, რად­გან დასა და ძმა­ზე, შენს სის­ხლსა და ხორ­ცზე მე­ტად ვინ უნდა გიყ­ვარ­დეს? თუ ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არა გაქვს, პრობ­ლე­მა შენ­შია, არ გეს­მის, ეს რა ფა­სე­უ­ლო­ბაა.ძმებს სო­ფელ­ში ფი­ზი­კუ­რად გვი­წევ­და მუ­შა­ო­ბა, ერ­თმა­ნეთს მხარ­ში ვე­დე­ქით. ხან­და­ხან ჩვენც ვზარ­მა­ცობ­დით. ცელ­ქი ვი­ყა­ვი. სკო­ლა­ში იყო რა­ღაც საგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არ მიყ­ვარ­და, ზოგი კი პი­რი­ქით, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და არ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, ის გაკ­ვე­თი­ლი არ მო­მემ­ზა­დე­ბი­ნა. იყ­ვნენ პე­და­გო­გე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და მათ­გან გა­მომ­დი­ნა­რე მათი სა­გა­ნიც. რო­გორც ყვე­ლა ბავ­შვი, მეც ისე ვიქ­ცე­ო­დი და უნდა გა­ვუ­გოთ ხოლ­მე ჩვენს შვი­ლებს. ზოგ მშო­ბელს არ ეს­მის შვი­ლის, ზედ­მეტ სიმ­კაც­რეს იჩენს, მაგ­რამ სხვა მიდ­გო­მაა სა­ჭი­რო, ის ხომ პა­ტა­რაა და ჯერ ბევ­რი რამ არ იცის, ვერ ხვდე­ბა, სხვა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი აქვს და თა­ვის წარ­მო­ჩე­ნა­სა და დამ­კვიდ­რე­ბას ცდი­ლობს. კარ­გი პე­და­გო­გი სწო­რად მარ­თავს ამ ყვე­ლა­ფერს და ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

არქივის შესახებპირველწყარო: newsco.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.