სამებაში სტალინის გამოსახულებიანი ხატი აღარ არის

სამების საკათედრო ტაძარში მატრონას ხატი, რომელზეც სტალინიც იყო გამოსახული, აღარ კიდია, მის ადგილას კედელზე ახლა მატრონას სხვა ხატია – ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
მათთან საუბარში “პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა, რომელიც მატრონას სტალინის გამოსახულებიანი ხატის შემწირველია, განაცხადა, რომ ხატი მას არ გაუტანია, მან მხოლოდ „საპატრიარქო და ხატმწერი დააკავშირა ერთმანეთთან“.
ცნობისთვის, პატრიოტთა ალიანსი ამტკიცებდა, რომ არ გაიტანდნენ არსებულ ხატს, რომელიც არაკანონიკურად გამოაცხადა საპატრიარქომ და ადგილზევე მოხდებოდა მისი ცვლილება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში რომ გაქანდა, რა უნდა, რას მიდის, ვერ გავიგე? ამ „დიფ სთეითში“ რას მიძვრება? – ხვალ საუდის არაბეთში დაუძახებენ და წავა, რაღაცას დაესწრება, ამას არანაირი ლოგიკა არ ახლავს, უბრალოდ თავის გადარჩენის მცდელობაა