რუსული მედია - რუსეთში წინასწარი დაკავების იზოლატორში მძევლად აყვანილი თანამშრომლები გაათავისუფლეს - დამნაშავეების ლიკვიდაცია განხორციელდა
რუსეთში, როსტოვის ოლქის წინასწარი დაკავების იზოლატორში მძევლად აყვანილი თანამშრომლები გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„როსტოვის ოლქში, რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის მთავარი სამმართველოს №1 წინასწარი დაკავების იზოლატორში მძევლების გათავისუფლების სპეცოპერაციისას დამნაშავეების ლიკვიდაცია განხორციელდა, მძევლად აყვანილი თანამშრომლები გაათავისუფლეს და ისინი არ დაშავებულან“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ, რუსეთში, როსტოვის ოლქის წინასწარი დაკავების იზოლატორში დანით შეიარაღებულმა პატიმრებმა ორი თანამშრომელი მძევლად აიყვანეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.