ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთში წინასწარი დაკავების იზოლატორში ორი თანამშრომელი მძევლად აიყვანეს

რუსეთში, როსტოვის რეგიონში წინასწარი დაკავების იზოლატორში პატიმრებმა მძევლად დაწესებულების ორი თანამშრომელი აიყვანეს.
"დაწესებულება განაგრძობს ჩვეულებრივად მუშაობას, სიტუაცია კონტროლის ქვეშაა" – წერია ფედერალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და დამნაშავეებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
RIA Novosty-ს მიერ გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, მძევლები ექვსმა პირმა აიყვანა, მათ შორის რამდენიმეს ბრალდებით არის დაკავებული.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.