ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების სპეციალურმა წარმომადგენლებმა სანქტ-პეტერბურგში შეხვედრა გამართეს

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების სპეციალურმა წარმომადგენლებმა სანქტ-პეტერბურგში შეხვედრა გამართეს

რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უცხო ქვეყნებთან ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა, კირილ დმიტრიევმა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან სანქტ-პეტერბურგში შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დილით უიტკოფის თვითმფრინავი პულკოვოს აეროპორტში დაეშვა. მანამდე, გამოცემა Axios-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, შესაძლოა, დღეს რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს შეხვდეს.
ეს სტივ უიტკოფის მესამე ვიზიტია რუსეთში. ბოლოს ის მოსკოვში 13 მარტს იმყოფებოდა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.