პუტინი: შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თვითმფრინავი შეცდომით ჩამოაგდეს, მაგრამ ეს „ნებისმიერ შემთხვევაში დანაშაულია“

დემილიტარიზებული ზონა უკრაინაში უნდა იყოს ისეთი, რომ შევძლოთ რუსეთის ტერიტორიის დაცვა დასავლური შორი მანძილის იარაღის დახმარებით დაბომბვისგან, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ უკრაინის კონტაქტური საზღვარი რუსეთის საზღვრიდან შორს გადასწიონ, რათა უზრუნველყონ რუსეთის უსაფრთხოება.

პუტინმა დაადასტურა, რომ „ილ-76“ უკრაინელ ტყვეებთან ერთად უკრაინამ ჩამოაგდო ამერიკული პატრიოტის კომპლექსის დახმარებით, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი არ გეგმავს გაცვლის შეჩერებას.

„შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თვითმფრინავი შეცდომით ჩამოაგდეს, მაგრამ ეს „ნებისმიერ შემთხვევაში დანაშაულია“. მოსკოვი ითხოვს საერთაშორისო გამოძიებას, მაგრამ არ არიან მსურველები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. დასავლეთში ცდილობენ, რომ არ ისაუბრონ მომხდარზე“, – განაცხადა პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – დონალდ ტრამპის ერთი პროტოკოლური წერილით არ და ვერ გადაიტვირთება დაზიანებული ურთიერთობები აშშ-თან, რაც ივანიშვილის რეპრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია – იმედგაცრუება, რომელიც არსებობს ვაშინგტონში, არ გამქრალა

ელენე ჯაფარიძე: ვეჩვევევით ძალადობას. ბავშვის გაუპატიურება ერთი დღის ამბავი ხდება. რამდენიმე საათიანი აღშფოთების. რამდენიმე პოსტი. რამდენიმე კომენტარი. და მერე ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება

ნიკოლოზ ლოლაძე: ათობით მილიონის საქონელი დაიწვა Wildberries საწყობებში. საქართველოშიც, თუკი ვინმეს რამე გამოწერილი აქვს და ტვირთი რუსეთიდან უნდა ჩამოსულიყო, ვეღარც ამ საქონელს და ვერც გადახდილ ფულს ვერ მიიღებს