“პროფესიონალ მატყუარას მოუწევს დებატებში დაჯდომა”– ლევან გოგიჩაიშვილი ივანიშვილს დებატებში იწვევს

“ოცნების” ყოფილი წევრი და გახარიას გუნდის წარმომადგენელი ლევან გოგიჩაიშვილი ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს და ამბობს:
“ბიძინა ივანიშვილის სიტყვას ფასი არ აქვს. ის მუდმივ რეჟიმში იტყუება და შესაბამისად, არის პროფესიონალი მატყუარა. ჩემი აზრით, რამაც გადააწყვეტინა, ეს არის შიში, შიში, რომელიც მას გლობალურად აწუხებს. ბიძინა ივანიშვილს მოუწევს დებატებზე დაჯდომა, მას მოუწევს კითხვებზე პასუხების გაცემა, ის ვერ დაიმალება კოლბაში, ის უნდა გამოვიდეს კოლბიდან. ბიძინა ივანიშვილს ახასიათებს ადამიანების მოხმარება, პირდაპირი მნიშნელობით. ასე, ლიმონივით გამოწურვა და მერე გადაგდება. ასე ექცევა ადმაიანებს, მაგრამ ეს არის იმ ადამიანების არჩევანი, რომლებიც ამის უფლებას აძლევენ მას. ჩვენ გვეგონა, რომ სააკაშვილი იყო ამ ქვეყნის ბოლო დიქტატორი, მაგრამ ბიძინა ივანიშილია ამ ქვეყნის ბოლო დიქტატორი და ამ ქვეყანაში დდიქტატურა და დიქტატორები დამთავრდებიან, – ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.
“ოცნებამ“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიის საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი იქნება, მეორე ნომრად კი ირაკლი კობახიძე დასახელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?

ნიკა გვარამია – განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი და ე.წ. დეფორმის სისტემური ჩამოშლა