პიტ ჰეგსეტი უკრაინის დახმარებაზე – ამ ბიუჯეტში ეს შემცირდება – პრეზიდენტი ტრამპი ძალიან დაინტერესებულია მშვიდობისკენ გზით

აშშ უკრაინის სამხედრო დახმარებას შეამცირებს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მოსმენის დროს განაცხადა.
კერძოდ, კონგრესმენ ჯოსეფ მორელის (დემოკრატიული პარტია) უსაფრთხოების სფეროში უკრაინის დახმარების დაფინანსების შესახებ კითხვაზე პასუხისას ჰეგსეტმა განაცხადა, რომ “ამ ბიუჯეტში ეს შემცირდება”.
“ამ ბიუჯეტში ეს შემცირდება. როგორც იცით, ეს ადმინისტრაცია ძალიან განსხვავებულად უყურებს ამ კონფლიქტს. გვჯერა, რომ მოლაპარაკებების შედეგად მშვიდობა ორივე მხარისა და ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია. განსაკუთრებით, მსოფლიოს მასშტაბით კონკურენტული ინტერესების გათვალისწინებით.
არა მგონია, რომ სიტყვა “გამარჯვება” ან “მისკენ გზა” კარგად იქნა განმარტებული და პრეზიდენტი ტრამპი ძალიან დაინტერესებულია მშვიდობისკენ გზით, რომელიც მკვლელობასა და ხოცვა-ჟლეტას გააჩერებს”, – განაცხადა ჰეგსეტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ყაველაშვილმა განაცხადა, ბავშვი რომ იცინოდა და ამის გამო მოკლეს, თურმე “რაღაცა შეიძლება ნეგატიური აქტია”… თან თურმე შეიძლება.. ანუ შეიძლება ნეგატიური აქტიც არ იყოსო და ისე დაირაზმნენო ეს ხალხიო (ვიდეო)