პეტერ ფიშერი „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებზე - საკითხები, რაც საქართველოს მოქალაქეების წინაშე დგას რთულია და ეს არ არის მხოლოდ ომი თუ მშვიდობა, სწორია თუ არასწორია

ევროკავშირის ლიბერალურ დემოკრატიებში ჩვენ ვცდილობთ თავიდან ავიცილოთ ზედმეტი პოლარიზაცია, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც მან უპასუხა „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერების შესახებ დასმულ შეკითხვას, რომლებზეც უკრაინის განადგურებული კადრების პარალელურად, საქართველოში არსებული მშვიდობიანი მდგომარეობაა ასახული.
„ის საკითხები, რაც საქართველოს მოქალაქეების წინაშე დგას, ყველა თქვენგანის წინაშეა, რთულია და ეს არ არის მხოლოდ ომი თუ მშვიდობა, სწორია თუ არასწორია. დემოკრატიაში უნდა ვიკამათოთ დეტალებში რთულ საკითხებზე და ყოველთვის გვახსოვდეს, რომ უნდა ვეცადოთ კონსენსუსის შექმნას. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მივაღწიოთ უმრავლესობას და შემდეგ გავატაროთ ის პოლიტიკა, რომელიც საუკეთესოა ხალხისთვის“, - აღნიშნა ელჩმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.