პესკოვი საქართველოსთვის სტატუსის მიცემაზე: ამ პოლიტიკური ნებით, რუსეთის გაღიზიანება სურთ

კრემლის სპიკერი, ამბობს, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, საქართველოსთვის მიენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი, ხოლო სა და მოლდოვასთან მიმართებით ევროკავშირში გაწევრიანების საუბრები დაწყოთ, პოლიტიზირებულია და ამით ს გაღიზიანება სურთ.
ამის შესახებ პესკოვმა 15 დეკემბერს რუსულ მედია Известия-სთან ისაუბრა.
“ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის აბსოლუტურად დამოუკიდებელი საქმეა. თუმცა პირდაპირ ჩანს ამ გადაწყვეტილების პოლიტიზირება…”. – თქვა პესკოვმა.
პესკოვის მტკიცებით, არსებობს “პოლიტიკური ნების დემონსტრაციის სურვილი”, თუნდაც “ევროკავშირის სტრუქტურაზე ზიანის მიყენების” სანაცვლოდ. კრემლის პრესსპიკერი ირწმუნება, რომ მსგავსი გადაწყვეტილებებით რუსეთის გაღიზიანება სურთ.
“ჩვენდა სამწუხაროდ, ყოველ ჯერზე, როცა ასეთი პოლიტიკური ნების დემონსტრირება სურთ, აკეთებენ, ძირითადად, იმ სურვილით, რომ კიდევ უფრო გააღიზიანონ რუსეთი და ეს ქვეყნები ანტაგონისტურად გააწყონ რუსეთის მიმართ”. – თქვა პესკოვმა.