პაპუაშვილი: ჩვენი გზა აუცილებლად გადის სინანულზე აფხაზებთან და ოსებთან დაპირისპირების გამო

ტყუილია თითქოს ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ რუსეთს უნდა [მოვუხადოთ ბოდიში]. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაზე, როდესაც ვსაუბრობთ აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრებაზე და ერთიან სახელმწიფოზე, ჩვენი გზა არის შერიგების გზა. ჩვენი გზა აუცილებლად გადის სინანულზე იმ დაპირისპირების გამო, რომელიც ჩვენს შორის იყო. ეს არის… შერიგება ასე ხდება.
მეორე გზა არის მტრობის გზა, რომელიც არჩეული აქვს მიხეილ სააკაშვილს, ბარამიძეს, გვარამიას, ჩერგოლეიშვილს და ვხედავთ ხომ მათი პოლიტიკა რა არის. მათი პოლიტიკა იარების გახსნაა.
[…] ჩვენ ის უთანხმოებები, რომებლიც შეიძლება არსებობდეს და ის რაც გვქონდა 90-იან წლებში, [უნდა] მოვიშუშოთ ეს იარები და გავიხედოთ წინ. ამ იარების მოშუშება ურთიერთ სინანულისა და ურთიერთ შენდობის გარეშე არის შეუძლებელი. ჩვენი გზა არის მშვიდობის გზა, ხოლო მათი გზა არის მტრობის და ომის.